დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„აფრენს ის"– "შავი პრინცი" ახალ კლიპს ამზადებს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/10/18 17:54:00

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, მომღერალმა, აკაკი ბაბუნაშვილმა,( „შავი პრინცი“) სიმღერისთვის  „აფრენს ის’’ კლიპის გადაღება დაიწყო.


როგორც მომღერალი აღნიშნავს, ამ კლიპის გადაღებას დიდი ხანი გეგმავდა. სიმღერა  შეყვარებულ გოგონაზეა, რომელსაც  ცალმხრივი სიყვარულის გამო ფსიქიკური პრობლემები შეექმნება. კლიპში მომღერლის მეგობრები მონაწილეობენ.ტექსტის, არანჟირების და იდეის ავტორიშავი პრინცია.“


რამდენიმე წელია არაფერი გადამიღია. ამ პაუზის შემდეგ მინდოდა ჩემი მსმენელისთვის, რაღაც განსხვავებულ შემეთავაზებინა, ამიტომ გადავწყვიტე კლიპის მთავრი სიუჟეტები ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადამეღო.


 პროექტზე მუშაობა პირადი ფინანსებით და მეგობრების თანადგომით დავიწყე . კლიპში მონაწილე ახალგაზრდებიდან პროფესიით   მსახიობი არცერთი არაა, მაგრამ ვფიქრობ საკმაოდ კარგი პროდუქტი შევქმენით, განსხვავებული და საინტერესო. მინდა ყველს დიდი მადლობა გადავუხადო, განსაკუთრებით ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორს და ადმინისტრაციას.“– ამბობსშავი პრინცი


 „აფრენს ისკლიპის დამატებითი სიუჟეტებს ქუთაისის ქუჩებში გადაიღებენკლიპის პრეზენტაცია ოქტომბრის ბოლოსთვის იგეგმება.


 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1443
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია