დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველა ადამიანი საზოაგაადეოების სრულფასოვანი წევრია, მიუხედავად იმისა,რა პრობლემა აქვს მოცემულ მომენტში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/10/11 09:39:00

ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე ხონის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ღონისძიებით აღნიშნეს

 

ღონისძიების ფარგლებში საუბარი ეხებოდა ახალგაზრდებში,განსაკუთრებით მოზარდებში არსებულ ფსიკიქურ პრობლემებს,ონლაინ თამაშებს,რომლებიც ბავშვებში იწვევს გაღიზიანებას და ფსიქიკურ აშლილობას.

 

როგორც ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე აღნიშნავს: "დღევანდელი დღე ყოველთვის პომპეზურად აღინიშნება ჩვენს დაწესებულებაში,შევიკრიბეთ და დღევანდელი დღე მივულოცეთ ერთმანეთს და ყველა იმ ადამიანს,ვინც ფსიქიატრიის დარგში მუშაობს. ქვეყანაში უნდა არსებობდეს სუიციდის პრევენციის პროგრამა,განსაკუთრებით ბავშვებში, უნდა მოხდეს ასეთი რისკის ბავშვების გამოვლენა და შემდეგ მათი მკურნალობა. ასევე, მინდა, აღვნიშნო მარიხუანის ლეგალიზაციის საკითხიც, ამას თან უნდა მოყვებოდეს დიდი სამუშაოს ჩატარება,რათა მოხდეს მარიხუანის არა მხოლოდ სამკურნალო თვისებებზე ყურადღების გამახვილება,არამედ მისი უარყოფითი მხარეების დანახვა".

 

ერთ-ერთი პაციენტის თქმით: "მე შემიძლია დღევანდელი დღის ემოციურ და მორალურ მხარეზე ვისაუბრო. ფსიქიატრია, ზოგადად, ძნელი სფეროა, აქ ვარ 2012 წლიდან, მაქვს ურთიერთობა ფსიქიატრებთან,ეს არის რუტინა,ამაზე მძიმე სამსახური რთულად წარმომიდგენია, ეს ადამიანები ემსახურებიან  სრულფასოვან საზოგადოებაში ჩვენს დაბრუნებას."

 

რაც შეეხება სტიგმას მათ მიმართ საზოგადოებს მხრიდან, კლინიკის პაციენტები ამაზეც საუბრობენ, რომ არსებობს სხვა დამოკიდებულება მათ მიმართ, რომ მათ არ იღებენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.რაც შეეხება ფსიქიკურ აშლილობას ეს ისეთივე დაავადებაა,როგორც ნებისმიერი სხვა და მისგან დაზღვეული არავინაა...

 

საზოგადოებას სჭირდება ინფორმირება, რომ ყველა ადამიანი საზოაგაადეოების სრულფასოვანი წევრია, მიუხედავად იმისა,რა პრობლემა აქვს მოცემულ მომენტში. გამოსავალი მათი არ მიღება კი არა, არამედ -  მათი დახმარებაა. მხოლოდ ასე იქნება საზოგადოება სრულფასოვანი.

 

ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2428
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია