დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის თავმჯდომარეზე ხუმრობის შემდეგ “იმედზე” იუმორისტული გადაცემა შეაჩერეს
2018/10/09 11:04:09

ვასიკო ოდიშვილის სატირულ-იუმორისტული შოუ „ვასმედია”, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ყოველ კვირა დღეს  უნდა გასულიყო, თუმცა, გასულ კვირას ეთერში აღარ გასულა.

 

“ლიბერალი” და ასევე “ნეტგაზეთი” ტელეკომპანიაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ოდიშვილის გადაცემა ცენზურის მსხვერპლი გახდა და იგი პარლამენტის თავმჯდომარეზე, ირაკლი კობახიძეზე ხუმრობის გამო შეაჩერეს.

 

გადაცემის პროდიუსერმა  გვანცა გორდეზიანმა “ლიბერალთან” საუბარში ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, დაგეგმილია გადაცემის ფორმატის შეცვლა და შოუც სწორედ ამის გამო შეჩერდა.

 

საგულისხმოა,  რომ “იმედის” ეთერში ტრიალებდა 7 ოქტომბრის გადაცემის ანონსი, შესაბამისად, ამ გადაცემის “ფორმატის შეცვლა” წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.

 

თავად გადაცემის წამყვანი ჟურნალისტების ზარებს არ პასუხობს.

 

30 სექტემბერს გასულ გადაცემაში ვასიკო ოდიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეზე იხუმრა. ოდიშვილმა კობახიძის ის განცხადება გააშარჟა, სადაც მან ტელეკომპანია “მაესტროს” “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მართული უწოდა.

 

ნახეთ ვიდეო ამ ლინკზე  https://www.youtube.com/watch?time_continue=9&v=eDh1Laziqcw

 

 

გადაცემის დახურვის შესახებ შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს ბრიფინგზეც დაუსვეს. კობახიძის თქმით, მას ამ გადაცემის დახურვასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს.

„არა მგონია, რაიმე გადაცემა დახურულიყო, არანაირი ინფორმაცია გადაცემის დახურვაზე არ მაქვს,”-  თქვა მან. 

 

წყარო : "ჯემნიუსი"

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1172
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია