დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო არჩევნები 2018
რას პირდება სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს
ავტორი: ნატო გუბელაძე
2018/09/14 21:56:33

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა, ჩვენთვის მოცემულ ექსკლუზიურ ბლიც-ინტერვიუში გამოხატა თავისი პოზიცია დღევანდელ ემიგრაციასთან დაკავშირებით. გთავაზობთ ქალბატონი სალომეს ბლიცს, თუ რას პირდება ემიგრანტებს, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში:

 

 

-  ქალბატონო სალომე, საზოგადოებასთან შეხვედრისას თქვენი მიმართვა დაიწყეთ იმით, რომ ემიგრაციის შვილი ხართ. სამწუხაროდ, დღევანდელი ემიგრაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია საქართველოსთვის, რაც გადაჯაჭვულია დასაქმების პრობლემასთან და სხვ მტკივნეულ საკითხებთან. საინტერესოა, რა გეგმები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, რას პირდებით ემიგრანტებს?


-          ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ დონის და ამ ფორმით ემიგრაცია, რაც დღეს გვაქვს, არის პირველად. მე გავიზარდე ისეთ ემიგრაციაში, როცა ყველა, ვინც გვეკითხებოდა, პასუხი იყო, რომ არა, საქართველოში ემიგრაცია არ არსებობს, ეს არის დროებითი, პოლიტიკური ემიგრაცია, გამონაკლისი იმ ქვეყნისთვის, საიდანაც არავინ არ მიდის და არასოდეს არ ტოვებს. ეს შეიცვალა ბოლო 25 წლის განმავლობაში ძალიან მკაცრად და ჩვენ ეს რეალობა უნდა მივიღოთ, თუმცა - არ უნდა შევეგუოთ.


ამისთვის ერთი მნიშვნელოვანი იყო ის კანონი ორმაგმოქალაქეობაზე და მე არ მესმის, რატომ არ დაუჭირა მხარი არცერტმა პარტიამ? ხელისუფლებამ დაუჭირა მხარი, თორემ არ გავიდოდა.  ეს პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა. ეს არის ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, რადგან ეს ნიშნავს, რომ ჩვენ კავშირები უნდა შევინარჩუნოთ ყველა იმ ემიგრანტთან, ვისაც აქვს ამის სურვილი. ვინც ისე მიდის, რომ აღარ უნდა დაბრუნება, ვერაფერს დააძალებ.


მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის ეს ხალხი დასაკარგი არ არის. ესენი არიან უცხოეთში. ახლა ლაპარაკი მათ სრულად დაბრუნებაზე, რომ მოდით და მასიურად დაბრუნდით, იქნება აბსურდი. ამის საშუალება და რესურსები ქვეყანას არ გააჩნია, მაგრამ ჩვენ იმაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში. ამის სხვადასხვა ვარიანტი არსებობს. მე მინდა,წინ წავწიოთ ის აზრი, რომ ყველა ემიგრაციაში მყოფს ჰქონდეს საშუალება, აირჩიოს თავისი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში - ერთი ან ორი, ვთქვათ ამერიკიდან, ევროპიდან...დეტალები ამჯერად არაა საინტერესო, რომ ემიგრაციის არჩეული რამდენიმე დეპუტატი იყოს საქართველოს პარლამენტში.როგორც ხდება საბერძნეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არსებობს დიდი ემიგრაცია.მეორე არის, რომ ეკონომიკურად ჩვენ უნდა მოვნახოთ ზუსტი ფორმულები, რომ მათი ჩართულობა საქართველოს ეკონომიკაში, ინვესტირებაში იყოს უფრო აქტიური.


დღეს რა ხდება?- თუ რამეს აკეთებენ სხვ ქვეყანაში, აქ თავიანთ ოჯახებს ეხმარებიან, რაც უდიდესი საქმეა და მეორე - ბინებს ყიდულობენ, სადაც არ ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენ შეიძლება, დავაინტერესოთ ისინი, რომ იყვნენ ჩართული ინვესტიციაში, მცირედით, აქ ლაპარაკი არ არის დიდ თანხებზე, პროექტებში ჩართვით ისინი იგრძნობენ, რომ არიან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ნაწილი. ამ საკითხან დაკავშირებით საჭიროა ადგილობრივ დონეზე ფინანსთა თუ საგარეო საქმეთა მინისტრთან დალაპარაკება და იმ ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სადაც ასეთი რამ დანერგილია და მუშაობს.

 

მე ვიცი უამრავი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ემიგრანტი, მაგრამ ასევე ვიცი ადამიანები, რომლებიც საკმაოდ შეძლებულებიც არიან და სურვილიც აქვთ, საქართველოს ეკონომიკაში ჩართულობის.მაგრამ იმისი არც ცოდნა აქვთ, ეკონომიკურად სად  და რა ჯობია, არც ინფორმაცია აქვთ და არიან გაუგებრობაში, რომ რანაირად დავეხმარო ამ ქვეყანას. ჩვენ უნდა მივაწოდოთ მათ მზა პროდუქტი და ვუთხრათ, რომ აი, ჩადევით ამ საქმეში თანხა, იგივე, ვთქვათ ჩემს ახირებულ ონკოლოგიურ ცენტრში, ვუთხრათ, რომ ვთქვათ გვჭირდება 1000 ემიგრანტი, რომელიც, ვთქვათ, შემოიტანს 5000 დოლარს ( არ დამითვლია...ზოგადად ვამბობ) ჩვენ ამ რესურსს არ ვიყენებთ, უცხოელებს ვთხოვთ ფულს, შიგნით, ვლაპარაკობთ ინვესტიციებზე, მაგრამ არის მთელი გამოუყენებელი მზადყოფნა ემიგრანტების, რადგან ქართველს ყოველთვის აქვს შინაგანი სურვილი, რომ რაღაც გააკეთოს  სამშობლოსთვის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1666
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია