დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალდაბელები წყლის პრობლემის გამო, გზის გადაკეტვით იმუქრებიან (video)
2018/09/14 21:32:03

დღეს, 14 სექტემბერს „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ახალდაბაში მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველობის სამსახურის ინჟინერი ზვიად პარკაძე ჩავიდა და მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მან ადგილობრივებთან საუბარში განაცხადა, სათავე ნაგებობაზე პროექტი ხარვეზების გარეშე შესრულდა და ახალდაბაში წყლის პრობლემის მიზეზი ამორტიზებული შიდა ქსელია: "სათავეზე თანამედროვე საფილტრი გაკეთდა, თუმცა აქ მოგროვილ წყლის წნევას მოძველებულმა სისტემამ ვერ გაუძლო. ძველი თუჯის მილები სკდება. სცადეს, სამჯერ დააბეტონეს, მაგრამ სამივეჯერ გასკდა. გამოსავლი ის იქნება, თუ მთლიანი სისტემა შეიცვლება და მაღალი წნევის მილებს ჩააწყობენ.სათავეს უნდა ჩაუტარდეს სრული რეაბილიტაცია. მდინარე რომ ადიდდება, მოაქვს ნაგავი და ცხაურს ბიდნავს“.

ადგილობრივების კითხვაზე, რატომ გაკეთდა მხოლოდ ფილტრები, როცა მთლიანი სისტემა მოძველებული და ავარიულია, პარკაძემ უპასუხა: "ეს ბორჯომის მერიას უნდა ჰკითხონ. საკითხი მერიას უნდა შეესწავლა, რადგან ისინი იყვნენ დამკვეთები“.


 

სტატიის დასასრული იხილეთ საიტზე http://sknews.ge/index.php?newsid=19265

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1627
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია