დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროპული საქართველო განათლების რეფორმას აკრიტიკებს და ხელისუფლებას კონსულტაციებს სთავაზობს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/09/14 18:06:53

 

ევროპული საქართველოს წევრმა, სერგო რატიანმა დღეს სპეციალური ბრიფინგი მიუძღვნა განათლების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ რეფორმას. გთავაზობთ მის პოზიციას:


დღეს, ხელისუფლებაში ყოფნის მე-7 წლის დასაწყისში, ქართული ოცნების მთავრობამ წარადგინა განათლების რეფორმის სიახლეები, რაც დადასტურებაა განათლების სისტემაში დღეს არსებული პრობლემების, რომელიც არაერთხელ იქნა ჩვენ მიერ გაჟღერებული და დღემდე წარმოადგენს შემაფერხებელ ფაქტორს განათლების ხარისხის ამაღლების კუთხით. პრემიერისა და განათლების მინისტრის მიერ გაკეთებული განათლების რეფორმის პრეზენტაცია,რომელიც სიახლეების დაწყებას 2020 და 22 წლებისთვის მოიაზრებს,  ერთი შეხედვითაც კი ნათელია, რომ წარმოადგენს მხოლოდ დაპირებებს კონკრეტული სამოქმედო გეგმის გარეშე და არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების მიერ გააზრებული ამ მიმართულებით დაგეგმილი  სტრატეგიული ხედვა.


 ჩვენი მთავარი კითხვაა, რას სთავაზობს ხელისუფლება განათლების სფეროს ხვალ, 2018-19 სასწავლო წლის დასაწყისში,  კონკრეტული მიმართულებით, რომელიც აუცილებელია სისტემაში არსებული პრობლემების გადასალახად -  უსაფრთხო სკოლის მიმართულებით, პედაგოგთა ხელფასის მომატების, სკოლამდელი განათლების ხელშეწყობისა და უმაღლესი განათლების დაფინანსების კუთხით.


მთავრობის დამტკიცების დროს ჩემ მიერ ხაზგასმით იყო დასმული რამდენიმე პრობლემური საკითხი

·          სკოლებში სტატუსის მქონე პედაგოგებისთვის საათების განაწილების დროს უპირატესი პოზიციის მინიჭების შესახებ, მოქმედი წესი პედაგოგთა კორპუსის წარმატებულ ნაწილს უზღუდავს შესაძლებლობას ჰქონდეთ მაქსიმალური ანაზღაურება.


·         სკოლამდელ განათლებაში ვაუჩერიზაციის დაწყება, როგორც ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი გზა;


·         საუნივერიტეტო სისტემაში საგრანტო დაფინანსების საკითხები.


ამასთან, იქვე წარმოვადგინე პრობლემის მყისიერი გადაჭრის შესაძლო გზებიც. პრემიერმინისტრის დაპირების მიუხედავად, რომ ესმოდა პრობლემის არსი და და ძალიან მალე ეს საკითხები იქნებოდა მოგვარებული, პრობლემები კვლავ უცვლელად რჩება.


მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება ხაზს უსვამს მხოლოდ ერთ გარემოებას - დღევანდელი ხელისუფლებისათვის უმნიშვნელოა და სულაც არ წარმოადგენს პრობლემას განათლების ხარისხის ზრდა და წარმატებული პედაგოგების ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რითაა გამოწვეული მინისტრის მიერ ერთი ბრძანების არგამოშვება - რომელიც უპირატეს პოზიციას საათების განაწილების დროს მიანიჭებდა სტატუსის მატარებელ პედაგოგს, რაც გახდებოდა საწინდარი ქვეყნის მასშტაბით,უკვე წლევანდელი მონაცემებით, 20000-მდე პედაგოგს მიეღო დამსახურებული სრული დანამატი და ცოტათი მაინც შეემსუბუქებინა გაჭირვებული ყოფა.


ასევე, კვლავ რჩება საგრანტო დაფინანსებისის მანკიერი მიდგომა, რომელიც ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლისთანავე იქნა შემოთავაზებული, ამ მიმართულებითაც არაფერი შეცვლილა - დაფინანსების არსებული მოდელი წარმოადგენს თანხების უსამართლო, არარაციონალურ და, შესაბამისად, არაეფექტურ წესს. მოცემული თანხებით შესაძლებელიყოველწლიურად ორჯერ მეტი სტუდენტის დაფინანსება, ამ კუთხითაც, როგორც დღეს დადასტურდა,ამ სასწავლო წელსაც არ იგეგმება სიახლე.


და ბოლოს, კონკრეტულად გვაინტერესებს, რას აპირებს განათლების სამინისტრო საგამოძიებო კომისიის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების შესრულების კუთხით, აქვს თუ არა გადაწყვეტილი, შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა სრული ზოგადი განათლების მისაღებად საჯარო სკოლის სამსაფეხურიანი სწავლების სივრციდან საშუალო საფეხურის გამოყოფის შესახებ, რომელიც არა მარტო უსაფრთხო სკოლის, არამედ განათლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებელი პირობაა.


ყველა ჩამოთვლილ პრობლემასთან დაკავშირებით, მზად ვართ, კონსულტაციებისთვის.- განაცხადა სერგო რატიანმა


 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1082
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია