დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოვუაროთ მთას
აკაკი ზოიძე:"მაღალმთიანი რეგიონები სიღარიბის მაღალი დონით გამოირჩევიან"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/26 12:54:00

 

 

 კონსორციუმი - საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირისა(UGMRD) და კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი (CCFJ) პროექტის "ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი"-პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ჟურნალისტები ქვემო სვანეთის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცვნენ.


ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაშეს მოსახლეობის 40%-ზე მეტი სოციალურად დაუცველია. ამის მიზეზად მაღალმთიანი რეგიონი, სახნავ-სათესად გამოუსადეგარი ნიადაგი და ადგილობრივთა უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი სახელდება, რაც თავის მხრივ, მიგრაციას ზრდის.


ადგილობრივების თქმით, სოფელი იცლება, დარჩენილი მოსახლეობა სოციალური დახმარების იმედზეა, ბევრი ოჯახისთვის კი, ხშირ შემთხვევაში, შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მათი სურვილი სახელმწიფოს დახმარებაა, რათა სოფელი არ დაიცალოს და უკვე წასულ ოჯახებსაც უკან დაბრუნება მოუნდეთ.


„სოფელში მხოლოდ პენსიონერები ვართ დარჩენილი, ახალგაზრდობა აღარაა, არც თქვენ მოგინდებოდათ  აქ ცხოვრება. რა უნდა აკეთონ, რითი გაიტანონ თავი? სხვა პირობები უნდათ, სასწავლებლად მიდიან და იქვე რჩებიან. იმიტომ, რომ აქ სამუშაო არ არის“, - ამბობს ადგილობრივი.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით „PSNEWS.GE- ს რედაქცია პარლამენტის წევრ, აკაკი ზოიძეს გაესაუბრა.


მაღალმიანი რეგიონები სიღარიბის მაღალი დონით გამოირჩევიან, რადგან დასაქმების საშუალებები გაცილებით ნაკლებია, ასევე - სოფლის მეურნეობით მიღებული შემოსავალი. ხშირ შემთხვევაში მცირემიწიანი ადგილებიაოჯახებში შრომისუნარიანი წევრები არ არ არიან. შესაბამისად, იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილი, მოხუცები, ბავშვები,ქალები, შშმ პირები არიან. სწორედ ამიტომაა სოციალური შემწეობის მიმღების მაღალი პროცენტული წილი.


ტურიზმი ვითარდება, საოჯახო ტიპის სასტუმროები იქმნება, რაც დამატებითი შემოსავლის წყაროა. სახელმწიფოს ინიციატივას, რომ დასაქმებასთან ერთად ან სხვა სეზონური შემოსავლების შემთხვევაში, შეუნარჩუნდეთ სოციალური შემწეობა, რათა  უარი არ თქვან დაბალშემოსავლიან შესაძლებლობებზე, წახალისება იქნება“,- განაცხადა აკაკი ზოიძემ.


აღნიშნული არა მხოლოდ ქვემო სვანეთის, არამედ ქვეყნის მასშტაბით მწვავე პრობლემაა. რამდენად წაახალისებს მოსახლეობას მთავრობის აღიშნული ინიციატივა, ამას მაღალმთიან რეგიონებში დაბრუნებული ადამიანების რიცხვი გვიჩვენებს.

 

ესმერალდა კუპრაძე

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია