დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბანკების „შავი სია“ უქმდება
2018/08/18 13:50:16

სექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ.

ამ ინფორმაციას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე ავრცელებს.

 

ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია.

 

“ეს ნიშნავს იმას, რომ 630 ათას ადამიანს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს კონკურენტუნარიანი იდეა თუ პროექტი, რათა თავისი მცირე ბიზნესი დაიწყოს, გამოთიშულია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრებიდან,” – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

 

საქართველოში საკრედიტო ინფორმაციას სს „კრედიტინფო საქართველო” ინახავს. კრედიტინფოს თანახმად, ისინი საკრედიტო ინფორმაციის შესახებ მონაცემებს ბანკებს, სალიზინგო კომპანიებსა და ისეთ ორგანიზაციებს აწვდიან, რომლებიც სესხებს გასცემენ. მსესხებლის საკრედიტო ინფორმაცია 7 წლით ინახება. თუ მსესხებელმა კრედიტი არ გადაიხადა, ამის შესახებ ინფორმაციას კრედიტინფო წელი ინახავს

 

ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1157
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია