დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შემეცნებითი კურსი "მოიმარჯვე წიგნები" დასრულდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/15 22:13:48

 

 

"მოიმარჯვე წიგნები" - ორკვირიანი შემეცნებითი კურსი, რომელიც პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობის" ფარგლებში ხორციელდებოდა დასრულდა.

 

მოზარდებისთვის განხორციელებული კურსი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მხატვრულ ლიტერატურასთან დაახლოების ხელშეწყობას და გამარჯვების ოლქში არსებული, #18 ბიბლიოთეკის, როგორც ხელშესახები რესურსის მეტად ათვისებასა და გააქტიურებას.

 

"მოიმარჯვე წიგნები" ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი შენგელიას ინიციატივით გამარჯვების ოლქში ხორციელდება. 

შენგელიას თქმით ნაწარმოებების გაცნობის ის ფორმა, რომელიც კურსის განმავლობაში იყო გამოყენებული ბავშვებს კითხვის პროცესთან ემოციურ კავშირს შედარებით მარტივად უჩენს.

 

"დადებითი ემოცია ყოველთვის აყალიბებს პატივისცემას და რა თქმა უნდა, სიყვარულს. სწორედ, ეს განცდები ქმნიდა დღეს ჩემში მეტის კეთების სტიმულს. კურსმა თავის მიზანს მიაღწია - ამ დროის განმავლობაში ბავშვებმა დიდი ინტერესითა და ხალისით წაიკითხეს 2 წიგნი და რაც მთავარია ბიბლიოთეკას მიეცი მეტი სიხალისე" - ამბობს ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

კურსის მსმენელებსაქტიური ჩართულობისთვის და პროგრამაში მონაწილეობისთვის სიმბოლურად სერთიფიკატები გადაეცათ.

 

"მოიმარჯვე წიგნები" კურსის ფარგლებში ორი მიზნობრივი ჯგუფი იყო ჩამოყალიბებული. ჯამში 23-მა მოზარდმა ორი კვირის განმავლობაში წაიკითხა ორი ნაწარმოები "საოცრება" და "ემილის თავგადასავალი". წიგნის კითხვის პარალელურად მოზარდებმა შეისწავლეს უცხო სიტყვები, გაიაზრეს ტექსტი და იმსჯელეს წაკითხულის შინაარსობრივ ნაწილზე. ასევე, მოეწყობა ფილმის ჩვენება-განხილვები. შეხვედრები #18 ბიბლიოთეკაში კვირაში 3-ჯერ ტარდებოდა და თითოეულ შეხვედრაზე მკითხველად სხვადასხვა სამოქალაქო აქტივისტები იყო მოწვეული, მათ შორის მკითხველის როლი მოირგო პროგრამის "აქტიური ახალგაზრდები ძლიერი თვითმმართველობისთვის" მონაწილეებმა, თავად მაჟორიტარმა ირაკლი შენგელიამ და პროგრამის კოორდინატორმა ანა შალიკიანმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია