დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/08/14 19:40:14

 

ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის  შესაბამისად მიმდინარეობს. აღნიშნული სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.


გატარებული მასშტაბური  ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ქვეყანაში მავნებლის გავრცელების  გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, მავნებელი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება.


მოსახლეობის და ფერმერების ის ნაწილი, რომელიც ჩართული იყო როგორც მავნებელთან, ასევე, სოკოვანი და  ბაქტერიული  დაავადებების   წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად, მათი აქტიურობა გადამწყვეტია, წელს თხილის გაცილებით უკეთესი მოსავალი აქვს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა   ახდენდეს  თხილის  სოკოვანი და  ბაქტერიული  დაავადებების   წინააღმდეგ ბრძოლას, რათა არ ჩამოყალიბდეს თხილის გულის სიდამპლე და მიიღოს ხარისხიანი მოსავალი.


დეზინფორმაციის გავრცელება ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობის შესახებ, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე  შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიის  განხორციელებას; ხშირ შემთხვევაში, წინასაარჩევნო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა მოსახლეობაში გააჩინოს აბსოლუტურად უსაფუძვლო უნდობლობა და საფრთხე შეექმნას წამლობის პროცესს, რაც სავალალო შედეგის მომტანი იქნება.


ასევე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო მილიონობით ლარს ხარჯავს წამლობის ღონისძიებებში, გონივრულ აზრსაა მოკლებული ფერმერების გარკვეული ჯგუფის მიერ კომპენსაციასთან დაკავშირებული განცხადებები.


აღსანიშნავია, რომ მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებისთვის, წელს  2017 წელთან შედარებით, მობილიზებულია 10-ჯერ მეტი სპეციალიზებული ტექნიკა (150 ერთეული) გამოყოფილია გაზრდილი საბიუჯეტო რესურსი.

დღეის მდომარეობით,  სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია  27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლულია, დაახლოებით,  407  ათასი ჰექტარი სოფლების ტერიტორია, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 37 ათას  ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით - 19 ათასამდე ჰექტარი, დიდი წარმადობის აეროზოლური გენერატორით-  4488 ჰექტარი. მავნებლის სასოფლო სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრებზე,   ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულიამოიზიდე და გაანადგურესადგურები.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1013
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია