დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია - საკონსტიტუციო სასამართლომ გირჩის სარჩელი დააკმაყოფილა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/30 22:34:43

საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა, და გირჩის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის, ერთობლივი სარჩელი, რომლითაც მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელის გაუქმებას ითხოვდნენ. 

 

გადაწყვეტილება ამის შესახებ დღეს, 30 ივლისს გამოცხადდა. 

 

საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია განიხილავდა - მერაბ ტურავა, ევა გოცირიძე, გიორგი კვერენჩხილაძე და მაია კოპალეიშვილი. 

 

გირჩის ლიდერების ინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია წარმოადგენდა. 

 

2017 წლის 30 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარების დეკრიმინალიზაციას მხარი დაუჭირა (საქმე #732). მოსარჩელე გივი შანიძე, რომელსაც სამართლებრივ დახმარებას "გირჩი" უწევდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან (პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება) მიმართებით, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" იმ ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომელიც მარიხუანას მოხმარებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1178
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია