დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბორჯომის მუნიციპალიტეტში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/28 12:47:32

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს


ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში, ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო ნახეს, ხოლო ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 30 ერთეული 3 მეტრი სიგრძის დაუფირნიშებელი მრგვალი მორი იყო განთავსებული. სახერხი დანადგარი დაილუქა.


ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება შსს ბორჯომის პოლიციის სამმართველოში.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხების ფუნქციონირების 517 ფაქტი გამოავლინეს.


სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის ყველაზე მეტი - 112 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსსამოქმედო  ტერიტორიაზეგამოვლინდა, აჭარაში - 95 ფაქტი დაფიქრისდა, იმერეთში - 74, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 73, შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 54 ფაქტი, რაჭა-ლეჩხუმიქვემოსვანეთში - 39, კახეთში - 28, გურიაში - 24 ფაქტი, ქვემო ქართლის სამოქმედო ტერიტორიაზე - 13 ფაქტი, მცხეთა-მთიანეთში - 3, ხოლო თბილისში - 2 ფაქტი.


გამოვლენილ ფაქტებს შორის 380 სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, ხოლო 137 უკანონო (არარეგისტრირებული) სახერხი იყო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1366
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია