დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ირაკლი შენგელია გამარჯვების მუნიციპალიტეტის წინაშე ანგარიშით წარსდგება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/24 19:32:32

 

 

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენეგლია 30 ივლისს გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე შემაჯამებელი ანგარიშით წადრსდგება. 

 

შენგელიას თქმით, ანგარიში მოიცავს დეკემბრიდან ივლისის ბოლომდე მის მიერ გაწეულ მუშაობას. შემაჯამებელ შეხვედრაზე საუბარი იქნება მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე, გაწეულ შუამდგომლობებზე, მაჟორიტარის მიერ განხორციელებულ პროგრამებსა და აქტივობებზე, რომელიც მოქალაქეების გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვისკენ იყო მიმართული. შეხვედრის ბოლოს კი საკრებულოს მაჟორიტარი სამომავლო გეგმებსაც შეეხება.

 

"ყოველთვის, ჩემი უფლებების ქვეშ ვიქნები გამარჯვების ოლქის მცხოვრებლების წინაშე ანგარიშვალდებული. ვიქნები აქტიური ხმა საკრებულოში და მეტი მოქალაქის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართვის მიზნით განვახორციელებ არაერთ პროგრამას. ყველას, განსაკუთრებით გამარჯვების მუნიციპალიტეტში მცხოვრებლებს, გიწვევთ შეხვედრაზე - ანგარიში ხალხს" - ამბობს ირაკლი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

 

შეხვედრაზე მოწვეული იქნება არასამთავრობო, სამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენლები. ინფორმაციის გავრცელების მიზნით  მაჟორიტარი გეგმავს კვირის ბოლოს პირადად მოსაწვევების დარიგებას გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

შენგელიას თქმით მისი მაჟორიტარობის განმავლობაში იგი წელიწადში 2-ჯერ წარსდგება ანგარიშით მოქალაქეების წინაშე.

 

ირაკლი შენგელია საკრებულოდან პირველი მაჟორიტარია, რომელიც ანგარიშით გამარჯვების მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების წინაშე 30 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში წარსდგება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1358
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია