დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დღეისათვის საქართველოდან 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/18 16:32:00

 


17 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 8.2 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც 4.8 ათასი ტონით (2.4-ჯერ) აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.


ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს.


ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (73.2%), სომხეთის რესპუბლიკაში (15.6%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.8%),  ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში,  კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.


ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფიერთი ფანჯრისპრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1404
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია