დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იქნებ სჯობდა სიკვდილი, წაგებული ომიდან შინ დაბრუნებას, მოსაგონარ სადღეგრძელოს მაინც იტყოდნენ რიხიანად
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/07/14 19:40:57

 

ამ ცოტა ხნის წინ,  ნატოს დღეები 2018-ის ფარგლებში ქუთაისში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ. შეხვედრას თავდაცვის ინსტუტიციური სკოლის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვებოდა. საუბრის მთავარი თემა იყო საქართველო - ნატოს ურთიერთობა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივები.


     აღნიშნულ შეხვედრაზე სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია, რომელმაც აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპანტია. კომუნისტების დროს იგი ხშირად სტუმრობდა რუსეთს, მაგრამ არა ტანსაცმლის და ეხსაცმლის შესაძენად, თურმე მისთვის ეს ყველაფერი ქუთაისში, ებრაელებთან ხელმისაწვდომი იყო. ,,ხომ მიხვდით რაზეც დავდიოდი-. მან ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. რამაც ჩემი, როგორც ჟურნალისტის გაღიზიანება გამოიწვია. შეხვედრის დასასრულს სიტყვა ვითხოვე და იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და მათს მოადგილეებს ვთხოვე, მეტი ყურადღება მიექციათ ხალხისთვის და იმ ვეტერანებისათვის, რომლებმაც სული გადაირჩინეს, სხეული ვერა. ჩემს განცხადებას მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რის შემდგომაც ჩავთვალე საჭიროდ,  თითოეული მუნიციპალიტეტისთვის გამეგზავნა წერილი და მომეთხოვა საჯარო ინფორმაცია, თუ რა მუნიციპალურ პროექტებში არიან ჩართულები. დიდი ხნის ლოდინის შემდგომ ყველასგან მივიღე პასუხი, რომ ყველა ჩემს მიერ მითითებული პირი ჩართულია მუნიციპალურ პროგრამებში.

 

     ბენეფიციარებთან საუბარში კი საპირისპირო გაირკვა, რომ მთავრობას არ სცალია ამ ხალხისთვის და არც იციან, თუ რა ჩართულობას გულისხმობს თითოეული მუნიციპალიტეტი.

კახაბერ კაშია - ქალაქ ქუთაისში მცხოვრები, მეორე ჯგუფის ინვალიდი, ამპუტირებული აქვს მარჯვენა ფეხი. მან მიმართა სოციალურ სამსახურს განცხადებით პროტეზის დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მიიღო.


ზურაბ არაბიძე - თერჯოლის მკვიდრი,მეორე ჯგუფის ინვალიდი.

,,1993 წლის ივლისის თვეში ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზი სეპარატისტების წინააღმდეგ წარმოებულ ომში ქუთაისის გარნიზონის თანამშრომლებთან ერთად,  ვღებულობდი მონაწილეობას, ბრძოლები მოგვიხდა სოხუმის რაიონის სოფელ შრომაში. რუსეთის მხარიდან დესანტის გადმოსხმის დროს დამეღუპა თანამებრძოლები ბაჩუკი ნეფარიძე ჭიათურიდან და კობა ფხაკაძე ფარცხანაყანევიდან. შემდეგ დავიჭერი მძიმედ მუცლის, ხერხემლის და ზურგის არეში.


  რეაბილიტაციის პერიოდში არავითარი დახმარება არ მიმიღია, ორი წლის უკან მიღებული ტრამვების გამო დამჭირდა კიდევ ორი ოპერაცია, რაზედაც რესპუბლიკის ვეტერანთა დეპარტამენტმა გამიკეთა ოპერაციის თანადაფინანსება და რაიონის გამგეობამ კი ერთჯერადი დახმარების სახით 150 ლარი ჩამირიცხა.


2005 წლიდან ვარ შსს პენსიონერი. კაციშვილი არ მახსენებს, თუ ვინ ვარ, ვინ ვიყავი, ქვეყნის სასიკეთოდ თუ გამიკეთებია რაიმე? ჩემთვის აფხაზეთში წასვლა არავის დაუძალებია, უბრალოდ, სხვანაირად არ შემეძლო, თუმცა ჩემი ადამიანური ვალი პირნათლად მოვიხადე. პასუხისმგებლობა მაინც ტვირთად მაწევს, რომ მეც წაგებული ომის მონაწილე ვარ, რომ მოვმკვდარიყავი, ჩემი სურათიც ბრძოლებში დაღუპული მეგობრების გვერდით იქნებოდა მემორიალურ დაფაზე, ახლა ვინ ვარ-მეთქი? ბევრჯერ მიფიქრია, იქნებ სჯობდა სიკვდილი წაგებული ომიდან შინ დაბრუნებას. სადღეგრძელოს მაინც იტყოდნენ მოსაგონარს რიხიანად.

 

ბრძოლის ეპიზოდებს ომში კორესპოდენტები იღებდნენ და მეც მოვხვდი ახლად დაჭრილი კადრში.  ეს სურათი ახლა ქუთაისში საბრძოლო დიდების მუზეუმშია გამოფენილი.  დღეს 12 ივლისს კი საუკუნის მეოთხედი გავიდა მას მერე, რაც მსოფლიოში აკრძალული იარაღით დავიჭერი და ის ჩემი სხეულიდან ამოღებული, ყუმბარიდან გასროლილი ფრანგმენტი გადავეცი  საბრძოლო დიდების მუზეუმს“- განაცხადა ზურაბ არაბიძემ.

 

    სამწუხაროდ, დღეს ქვეყნისთვის და ჩინოვნიკებისთვის სხვა ფასეულობებია მნიშვნელოვანი და ადამიანი მეორეხარისხოვანი გახდა. როცა ვსაუბრობთ რუსეთზე და მის არაადამიანურ ქმედებებში ვამხელთ, გასაგებია, მაგრამ როცა შენ შენი მოქალაქეებისთვის მზრუნველის მანტიას ირგებ, ვფიქრობ, უფრო საგანგაშოა.

 

ეთერ ჩუმაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1211
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია