დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გული თუ გაქვს, უნდა გეტკინოს შშმ პირების სატკივარიც...
2018/07/06 20:50:05

გული თუ გაქვს, უნდა გეტკინოს შშმ პირების სატკივარიც... 

 ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატ კობა ნარჩემაშვილის ინიციატივით მოეწყო შეხვედრა შშმ პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია ,,სრულფასოვანი ცხოვრებისათვის" წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო შშმ პირების პრობლემების მოგვარება, რომელთა აღმოფხვრაშიც მაჟორიტარი უშუალიდ ჩაერთვება.

კობა ნარჩემაშვილმა ყურადღება გაამახვილა კანონპროექტზე, რომელიც ეხება საქართველის ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლებს. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ვეტერანების, რომელთა შორისაც შშმ პირებიც არიან, წვლილის დაფასებას და მათი ცხოვრების გაუმჯობესებას.

 

კანონპროექტი შემოდგომას შევა ძალაში .შშმ პირთა იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია ,,სრულფასოვანი ცხოვრებისათვის " თამჯდომარემ მერაბ ქვარიანმა დააყენა სოციალური საწარმოს დაარსების აუცილებლობა, რომელიც ითვალისწინებს ქაღალდის პარკების წარმოებას. აღნიშნული საკითხი მოაგვარებს შშმ პირების დასაქმების და ქალაქის ეკოლოგიურ პრობლემებს. კობა ნარჩემაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა უშულოდ ჩაერთოს შშმ პირების პრობლემების მოგვარებაში, რადგან ,,თუ გული გაქვს უნდა გეტკინოს შშმ პირების სატკივარიც " განაცხადა დეპუტატმა.

 

ეთუნა ჩუმაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1005
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია