დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას
კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა
2018/05/29 11:16:00

გამოჩნდა თუ არა აზიური ფაროსანა კახეთის რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, რომ ფერომონიანი დამჭერები რეგიონის მასშტაბით 1300-მდე ლოკაციაზე განლაგდა.

 

სპეციალური ხაფანგებისთვის ადგილები გავრცელების რისკის მიხევით შეირჩა.ინსპექტორის თქმით, მონიტორინგი ყოველკვირეულად მიმდინარეობს თუმცა კახეთის რეგიონში დამონტაჟებულ ფერომონიან დამჭერებზე აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა.

 

მაია არსენაშვილი გვიყვება, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზსა და რეგიონულ ოფისებს ხშირად მიმართავენ ადგილობრივები, რომლებიც სხვადასხვა მწერით ხელში ამტკიცებენ, რომ სწორედ აზიური ფაროსანა შენიშნეს, თუმცა ჯერ-ჯერობით არცერთი წარმოდგენილი ნიმუში აზიური ფაროსანა არ აღმოჩნდა.

 

სოფელ მანავის მოსახლეობა ამბობს, რომ მავნებლის შესახებ ინფორმაცია, ძირითადად ტელევიზიის საშუალებით ჰქონდათ. ფერმერების თქმით ბაღლინჯო ჯერ არც სახლებში და არც ბაღებსა თუ პლანტაციებში არ შეუნიშნავთ.

 

ვიდეო იხილეთ ლინკზე: https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=EImUojxGEr0

 

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპისრეკონსტრუქციისადაგანვითარებისბანკის”  EBRD-ისმხარდაჭერით “ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანა” პროექტისფარგლებშირომელსაც “ჟურნალისტიკისრესურსცენტრი” –  JRC პარტნიორმედიასაშუალებებთანერთადახორციელებსისშესაძლოაარწარმოადგენდეს EBRD-ისშეხედულებას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1139
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია