ჩვეულებრივი თხილის პლანტაციებისგან განსხვავებით, სადაც ქიმიური პესტიციდების გამოყენება, ნებადართულია, სხვა მიდგომაა ბიომეურნეობებში, როგორც ლაშა ჭანტურია ამბობს, მოსავლის ხარისხის გასაზრდელად და აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ბიოპრეპარატების შემუშავებასა და გამოცდებზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. ცდები ორ უცხოურ და ერთ ქართულ პრეპარატზე მიმდინარეობს.
ჭანტურია დადებითად აფასებს სახელმწიფოს მხრიდან დაწყებულ წამლობას, თუმცა აქვე განმარტავს, რომ დასავლეთ საქართველოში თხილნარი ძირითადად რთულად მისადგომ რელიეფზეა გაშენებული. ასეთ შემთხვევებში თხილის მწარმოებელი ბიომეურნეები მავნებელთან ბრძოლას „მოიზიდე და მოკალი“ სისტემებით აპირბენ.