დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინტენსიურად გაგრძელდება შეწამვლითი სამუშაოები" - ამბობს ირაკლი შენგელია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/06/13 17:00:13

გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ბინის სარდაფების, მიმდებარე ტერიტორიების შეწამვლითი სამუშაოები მიდინარეობს. პარალელურად მიმდინარეობს ოღასკურის სანაპირო ზოლის გათიბვა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაა ამჟამად, ინფორმაციას გვაწვდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია:


"გამაჯვების მუნიციპალიტეტის 7 ქუჩაზე 19 ბინის სარდაფისა და მიმდებარე ტერიტორიის შეწამვლა უკვე დასრულდა. ქვეწარმავლების საწინააღმდეგოდ შეწამვლით სამუშაოებს სპეციალური სერვისები უკვე ორი დღეა, ინტენსიურად ახორციელებს. პარალელურად მიმდინარეობს გათიბვითი სამუშაოები. „ქუთსერვისის“ მიერ ამ დრომდე გაითიბა სკვერები და მწვანე ზოლები შარტავას, გამსახურდიას, აღმაშენებლისა და რუსთაველის გამზირზე. დღეს და ხვალ გაითიფება მელიქიშვილის, არაყიშვილის, ბუხაიძის ქუჩებისა და ჯავახიშვილის I შესახვევის მრავალბინიანი საცხვლებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიები.

 

სპეციალური სამსახურები რამდენიმე დღე კვლავ სრული დატვირთვით იმუშავებენ გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აქვე, შეგახსენებთ, რომ ოღასყურის კალაპოტისა და სანაპიროების ინფასტურულად მოწესრიგებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გვყავს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულებაზე მუშაობა. მანამდე კი გამარჯვების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინტენსიურად გაგრძელდება შეწამვლითი სამუშაოები" - ამბობს ირაკლი შენგელია

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1315
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია