დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შვილმოკლული მამა ხელისუფლებას დაუპირისპირდა - ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად საზოგადოება გაერთიანდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/31 10:29:00

მას შემდეგ, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებზე განაჩენი გამოაცხადა, თბილისში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დაიწყო



სასამართლოს განაჩენით, დავით სარალიძის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს დანაშაულის კვალიფიკაცია შეეცვალა და მას მხოლოდ მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლებენ. ხოლო მეორე ბრალდებული,  გარდაცვლილ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.  ამ განაჩენით სასამართლომ ფაქტობრივად თქვა, რომ დავით სარალიძის მკვლელი ჯერ ისევ თავისუფალია! 



სწორედ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება  აღმოჩნდა  ბიძგი იმისათვის, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს საზოგადოებისთვის ეთხოვა დახმარება და საპროტესტო აქცია დაეწყო. 



ზაზა სარალიძე და აქციის მონაწილენი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის პოსტიდან გადაყენებას, პასუხისგებაში მიცემას და სისტემის დანგრევას ითხოვდნენ.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით,  რეალური დამნაშავეებს პროკურატურა ხელს აფარებს.



საპროტეტსო აქციის შემდეგ, მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.


მისი ნაბიჯი ღირსეულად შეაფასა ბიძინა ივანიშვილმა და მადლობაც გადაუხადა.


შოთაძისთვის მადლობების გადახდამ კიდევ უფრო გააღიზიანა აქციის მონაწილეები და მათ ამჯერად ახალი მოთხოვნა წამოაყენეს, რომ მთავრობა გადადგეს.

 

აქციაზე მივიდა საქართველოს პრემიერმინისტრიც, თუმცა მას სიტყვის თქმის საშუალება არ მისცეს. 

 

მოგვიანებით, ირაკლი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი მოაწყო და განაცხადა, რომ ამ საქმის გამოძიება შინაგან საქმ
ეთა სამინისტროს გადაეცემათვითონაც  და მქსიმალურად იქნება ჩართული პროცესში. ხოლო თუ დარწმუნდება, რომ მისი გადადგომა ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება, მაშინ გადადგება. ჯერჯერობით კი ამ საჭიროებას ვერ ხედავს.


ინფორმაციისთვის: როგორც ცნობილია, გასული წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. სასწრაფო დახმარების სამსახურმა დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა გზაში ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. მეორე არასრულწლოვანი კი ორ დეკემბერს დაიღუპა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1081
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია