დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საერთაშორისო დახმარება განათლების სისტემას
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას იწყებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/31 10:08:00

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას იწყებს

 

 31 მაისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ქალაქ ვანის N2 საჯარო სკოლაში მედიის წარმომადგენლებისთვის დასავლეთ საქართველოს საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის დაწყება დაანონსა.

 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას და ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს. დასავლეთ საქართველოში სრული რებილიტაცია ჩაუტარდება 30 საჯარო სკოლას, სასწავლო გარემო გაუმჯობესდება 15,200 მოსწავლისათვის.

 

 დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 15 მილიონ აშშ დოლარს.

 

სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ხელს უწყობს დასაქმებასაც. შესაბამისად, უკვე შეიქმნება 1,500-მდე ახალი სამუშაო ადგილი.

 

ვანში დაგეგმილ ღონისძიებას ესწრებოდნენ: ელისაბედ რუდი, ამერიკის შეეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, პარლამენტარები - გივი ჭიჭინაძე და გუგული მაღრაძე.

 

დღემდე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 44 საჯარო სკოლას მცხეთა-თიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო ქართლის, კახეთის რეგიონებში. მიმდინარეობს 17 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში.

 

 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი დღეისათვის საქართველოს განათლების სფეროში ჩადებული ყველაზე მსხვილი ინვესტიციაა.

 

 

მოხარული ვარ, რომ დღეს ვანში ვართ, ვაცხადებთ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სკოლების რეაბილიტაციის ბოლო, დასკვნითი ფაზის დაწყებას. ამ სკოლას ჩაუტარდება რეაბილიტაცია და ეს არის ნაწილი 140 მილიონი დოლარისა,რასაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია ახორციელებს საქართველოს განათლების სისტემაში.პროექტების დასრულების შემდგომ 37 000 მოსწავლე დაახლოებით 90-მდე სკოლაში საქართველოს მასშტაბით ,მიიღებს თანამედროვე სასკოლო გარემოს, თანამედროვე სამეცნიერო ლაბორატორიებსა და აღჭურვილობას. ეს თანამშრომლობა არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი,თუ როგორ ძალ-ღონეს არ იშურებს ამერიკის შეერთებული შტატები, რომ დაეხმაროს საქართველოს განვითარებაში.“ - განაცხადა ელისაბედ რუდიმ, ამერიკის შეეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.

 

 ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1263
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია