დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ყველაზე ახალგაზრდა მევენახე გოგონა შულავერიდან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/28 09:55:00
ლიკა ბოჭორიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში ცხოვრობს. იგი რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლეა. ლიკა სკოლის გამორჩეული მოსწავლე და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მევენახე და მეღვინეა.

ბოჭორიშვილების ოჯახს სოფელ შულავერში, ორბელიანების უძველეს სავენახე ტერიტორიაზე, რომელიც 80-90 წლებში გაიჩეხა, რქაწითელის, თავკვერის, კაბერნეს, საფერავისა და ვარდისფერი რქაწითელის ვენახი აქვთ გაშენებული. მეურნეობის გაძღოლაში ლიკა განსაკუთრებული მონდომებითაა ჩართული.


„ქვემო ქართლის რეგიონში ვაზის მოვლის უძველესი კულტურის აღორძინების დიდ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა ჩემი უმთავრესი მიზანია. გაკვეთილების შემდეგ ოჯახთან ერთად ვციდოლობ აქტიურად ვიყო ჩართული სამეურნეო საქმეში. სკოლაში მიღებული ცოდნა კი საშუალებას მაძლევს უფრო პრაქტიკული და ნაყოფიერი რჩევებით დავეხმარო მშობლებს.“ - ამბობს ლიკა.
ახლახანს აჭარაში ჩატარებულ მეწარმე ქალთა პირველ ბიზნეს ფორუმში ლიკა ბოჭორიშვილმაც მიიღო მონაწილეობა. იგი დედასთან ერთად ცდილობს უძველესი ქართული ჯიშის ღვინოები აწარმოოს საკუთარ მეურნეობაში. ახალგაზრდა მეღვინეს იმედია აქვს, რომ მისი ღვინოები მალე უცხოურ ბაზარზეც გავა. 


ლიკა არა მარტო ნიჭიერი მეწარმე, არამედ სკოლაშიც გამორჩეული მოსწავლეა. დროის დიდ ნაწილს იგი სკოლის ქალთა პანსიონატში ატარებს, სადაც მეცადინეობს და თავისუფალ დროს კი მეღვინეობისა და მევენახეობის შესახებ ლიტერატურას ეცნობა.
დღეს სკოლის გამორჩეული მოსწავლე უკვე 6 ენას ფლობს. სკოლის მულტიკულტურულ გარემოში მან საფუძვლიანად შესწავლა ინგლისური, თურქული, აზერბაიჯანული, რუსული და ამ ეტაპზე გერმანულ ენასაც სწავლობს. შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის დასრულების შემდეგ იგი სწავლის გაგრძელებას გერმანიაში, მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტზე აპირებს, რათა მიღებული ცოდნით კიდევ უფრო გააფართოოს ოჯახური ბიზნესი.
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1369
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია