ქუთაისში, ლეონიდ ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდში, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში სოციალური პროექტი დაიგეგმა.
თუ ფონდი დღემდე 150 ბენეფიციარს მასპინძლობდა, ამ პროექტის ფარგლებში ფონდი 400-მდე ბენეფიციარიდს გამასპინძლებას შეძლებს. “მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ქულების ამონაწერის და პირადობის მოწმობის საფუძველზე.
სასადილო ღიაა ყველა სოოციალურად დაუცველი მაქალაქესთვის. აქ ელოდებათ ნოყიერი ,გემრიელი და მრავალფეროვანი ჯანსაღი საკვები, ამასთანავე მყუდრო და თბილი გარემო.”- განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა მაკა თოდუამ.