დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჰოპლა, ჩვენ ევროპაში ვართ - ქუთაისის აეროპორტიდან ახალი საერთაშორისო რეისები დაემატა - პარიზი, რომი, პრაღა, ბარსელონა, ათენი...
2018/05/17 23:40:27

 

 

 

   დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია Wizz  Air-მა 7 რეგულარული  რეისის პრეზენტაცია გააკეთა.  უკვე შესაძლებელია ქუთაისიდან პარიზის, პრაღის, აენის, ბარსელონის  მიმართულებით გაფრენა და ავიამიმოსვლა ბუქარესტიდან და ვენიდან ქუთაისის მიმართულებით.  ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიამიმართულებები ქმნის უამრავ შესაძლებლობას საქმიანი ვიზიტებისთვისა თუ დასასვენებლად მოგზაურთათვის, რომელთაც აღნიშნულ პოპულარულ ქვეყნებში გამგზავრება სულ რაღაც 49,99 ლარად / 29,99 ევროდ შეეძლებათ.


   Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერაციები 2012 წელს დაიწყო. 6 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შემდეგ, ევროპაში მასშტაბური გაფართოების ფარგლებში, დაბალბიუჯეტიანი ქსელის დივერსიფიკაციის შედეგად, Wizz Air მომხმარებლებს ამჟამად სთავაზობს 20 ავიამიმართულებას 14 ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ავიაკომპანია აგრძელებს ადგილობრივი ინვესტიციების განხორციელებას და 17 მაისს ქუთაისის ბაზაზე ეარბას A320 ტიპის მეორე თანამედროვე ავიახომალდს ამატებს. აღნიშნული სიახლე 101 მილიონი  დოლარის ინვესტიციას წარმოადგენს და დამატებით ეკიპაჟის 36 ადგილობრივი წევრის  დასაქმების საშუალებას იძლევა. 


    საქართველოსა და ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს ქსელის გაფართოებას და ქუთაისსა და ევროპის სხვა ქალაქებს შორის ხელმისაწვდომი მოგზაურობის შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. 2018 წლის პირველი სამი თვის მონაცემების თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით,  საქართველოს მასშტაბით Wizz Air-ის  მომხმარებელთა რიცხვი 51%-ით გაიზარდა. ქვეყნის მასშტაბით Wizz Air-ის სწრაფად მზარდი ოპერაციები მომავალში ხელს შეუწყობს ადგილობრივი ეკონომიკის სტიმულირებას. ამას ადასტურებს ბოლო ათწლეულის გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიამ ხელი შეუწყო საქართველოს საავიაციო და ტურისტულ სექტორებში დასაქმების ზრდას და 2017 წელს 230-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.


    ღონისძიება პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრმა ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა და  აღნიშნა, რომ Wizz Air-ის  ფრენებ 100 მილიონი ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და მომავალში ეს ნიშნული გაორმაგდება, გაზრდის ტურისტული პოტენციალის, მოიზიდავს ინვესტიციებს, შექმნის სამუშაო ადგილებს. მან მადლობა გადაუხადა Wizz Air-ის  წარმომადგენლობას ურთიერთთანამშრომლობისათვის და შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორს ქალბატონ ქეთევან ალექსიძეს და მის კოლექტივს, რომლებიც ევროპული დონის მომსახურებას ახორციელებენ.


   დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა აგრეთვე Wizz Air-ის  მარკეტინგის ხელმძღვანელმა იოჰან ეიდჰაგენმა და იმ მიღწევებზე გაამახვილა ურადღება, რაც ურთიერთთანამშრომლების შედეგად მიიღეს. მან აღნიშნა, რომ ქუთაისიდან არის შესაძლებლობა 20 მიმართულებით 14 ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობა, რაც არის დაბალი ფასებით განპირობებული.

 

   შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქალბატონმა ქეთევან ალექსიძემ მადლობა გადაუხადა Wizz Air-ის  წარმომადგენლობას, პირველ ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრს ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა ის ტურისტული და ეკონომიკური ზრდა , რომელიც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება.

 

ეთერ ჩუმაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1237
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია