დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამერიკელი ღვინის პროფესიონალები ქართულ ღვინოებს ეცნობიან
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/05/11 11:07:06

 

 

  ამერიკელი ღვინის პროფესიონალების 9-კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფება. ჯგუფს ხელმძღვანელობს ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია ,,TastingWorks’’-ის დამფუძნებელი, ღვინის მაგისტრი ლიზა გრანიკი და მის შემადგენლობაში შედიან სომელიეები და ღვინის იმპორტიორები.


ვიზიტი თბილისში  დეგუსტაციით („Speed tasting”) დაიწყო, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელ 30-მდე კომპანიას შესაძლებლობა მიეცა წარედგინა საკუთარი პროდუქცია და კონსულტაციები მიეღოთ სტუმრებისგან, თუ როგორ უნდა მოხდეს მათი ღვინის ამერიკის ბაზარზე რეალიზაცია და დამკვიდრება. 


ლიზა გრანიკის თქმით, დეგუსტაციის შედეგად, ამერიკელ სტუმრებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქართული ღვინის ხარისხმა და მრავალფეროვნებამ მოახდინა.


„აქ ქართული ღვინის დიდი მრავალფეროვნება იყო  წარმოდგენილი,  სხვადასხვა მოსავლის, სტილისა და საქართველოს  სხვადასხვა ტერიტორიის ღვინოები. ხარისხი კი ყოველწლიურად სულ უფრო უმჯობესდება. ზოგიერთ სტუმარს ჰქონდა მცირე წარმოდგენა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით, ისინი აღფრთოვანებულნი არიან ქართული ღვინის სტილის მრავალფეროვნებით“ - აღნიშნა ლიზა გრანიკმა.


ტურის ფარგლებში სტუმრები ეწვევიან სულ 15 ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიას ქართლსა და კახეთში: „შატო მუხრანი“, „ალაფიანი“, „ლაგვინარი“, „ბატონო“, „ფაფარი ველი“, „ორგო“, „ჩუბინი ვაინსი“, „ბაბანეურის მარანი“, „საწნახელი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „გიუაანი“, „ნელქარისი“, „თბილღვინო“, „ვინე პონტო“ და „მოსმიერი“. ღვინის პროფესიონალები გაეცნობიან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და ადგილზე დააგემოვნებენ, როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართულ ღვინოებს. ტურის ბოლოს, სტუმრები 12 მაისს მთაწმინდის პარკში დაესწრებიან ახალი ღვინის ფესტივალს.


 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ორგანიზებული მსგავსი აქტიობები, ხელს შეუწყობს  ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებასა და ექსპორტის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1221
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია