დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართული ღვინის გზა მსოფლიოში
ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ჩამონათვალში ქართული ღვინის შეტანის საკითხი შემდეგ ეტაპზე გადავიდა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/19 11:30:01

 

 

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შეტანის საკითხი, განხილვის შემდეგ ეტაპზე გადავიდა.


პრეზენტაცია ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინის შესახებ  პარიზში, OIV-ის ოფისში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა წარადგინა.


OIV-ის სამუშაო ჯგუფში გამართული მსჯელობის შემდეგ, აღნიშნული საკითხმა სამუშაო ჯგუფის  მხარდაჭერა მოიპოვადა განხილვის შემდეგ ეტაპზეგადავიდა. პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის შემოდგომაზე, OIV-ის გენერალურ ასამბლეაზე, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე საკითხის მორიგი განხილვაგაიმართება.


საფრანგეთში ვიზიტის დროს, გიორგი სამანიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა OIV-ის გენერალური დირექტორობის კანდიდატებთან, რომელთაც ქართული დელეგაციის წევრებს სამოქმედო პროგრამა გააცნეს.


2017 წელს,ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციამ (OIV) დაჩქარებული წესით განხილვაში მიიღო ქართული მხარის წინადადება, რომ ქართული ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო, ანუ ჭაჭაზე დადუღებული ღვინო (ქარვისფერი ღვინო),   OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში შევიდეს.


ამჟამად OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში  სულ 7 ღვინოა:  შუშხუნა, ცქრიალა, შემაგრებული, ლიქიორული, ბუნებრივად ტკბილი ღვინოები, „აისვაინი“ და აპკის ქვეშ დავარგებული ღვინო (ხერესის ტიპი).


შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ, ქართულიტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინო OIV-ის სპეციალური ღვინოების ჩამონათვალში მერვე იქნება.


ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად მთელს მსოფლიოში.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1152
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია