დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის თეატრმა მორიგი პრემიერა გამართა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2018/03/22 11:54:52

 

 

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „დიდროს“ პრემიერა 21 მარტს გამართა.


 21 მარტი, როგორც დაუნის საერთაშორისო დღე, რამდენიმე ღონისძიებით აღინიშნა ჭიათურაში, თუმცა, ჭიათურის თეატრმა სრულიად გამორჩეული სიურპრიზი მოუმზადა მაყურებელს.


 „ჩვენ სიმბოლურად ავარჩიეთ პრემიერისათვის ეს დღე. მოვიწვიეთ ჭიათურის N12 სკოლა-პანსიონის და საჩხერის დღის ცენტრის აღსაზრდელები პედაგოგებთან ერთად. სპექტაკლი, რომელიც კახა გოგიძის რეჟისურით შეიქმნა, საბავშვოა, თუმცა, ჩანს, რომ არც უფროსი თაობის ადამიანები დატოვა გულგრილი. დუმბაძის ნაწარმოებები პოპულარობას არ კარგავს, ჩვენ ამ სპეკტაკლს ერთ-ერთ ფესტივალზეც წარვადგენთ. ვთვლი, რომ კიდევ ერთი არაჩვეულებრივი პროდუქტი შეიქმნა ჩვენს თეატრში“, _ აღნიშნა თეატრის დირექტორმა ნანა წერეთელმა.


 სპექტაკლი „დიდრო“ ორმოქმედებიანია და ნოდარ დუმბაძის პროზის მიხედვით ერთ მთლიან კომპოზიციადაა დამუშავებული. წარმოდგენის ეფექტურობამ დარბაზის აპლოდისმენტები რამდენჯერმე დაიმსახურა. სპეკტაკლის მთავარი გმირის, დიდროს როლი შეასრულა არჩილ ხვედელიძემ, რომლის სამსახიობო კულტურისა და პროფესიონალიზმის შესახებ არაერთხელ გაამახვილებულა ყურადღება როგორც მაყურებელის, ასევე მედიასაშუალებების მხრიდან.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1707
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია