ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში ქალაქის არტ რუკისა და ტურისტული ბუკლეტის პრეზენტაცია გაიმართა.
არტრუკაზე ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა თბილისიდან მოწვეული მხატვარი ელნე მელქაძე, ხოლო ტექსტუალურ ნაწილზე - მწერალი დავით ტურაშვილი.
მხატვარი სპეციალურად მოვიწვიეთ თბილისიდან, რადგან გვაინტერესებდა როგორი იქნებოდა სტუმრის თვალით დანახული ქუთაისი. მან ქალაქის დათვალიერების შემდეგ რამდენიმე თვეში შექმნა ტურისტული რუკა, რომელზეც დატანილია ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ღირსშესანიშაობა. აქვე შიქმნა მეორე პროდუქტი, დათო ტურაშვილის თხზულება ქუთაისზე,რომელმაც ასევე დიდი მოწონება დაიმსახურა.“-ამბობს ტურიზმის ცენტრის დირექტორი ტატო ლილუაშვილი.
როგორც დათო ტურაშვილმა თქვა, 3500 წლიანი ქალაქის ისტორიის პატარა ტექსტში ჩატევა გაუჭირდა.
ტურიზმის ცენტრში შეკრებილ ჟურნალისტებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა პროფესიული დღე მიულოცეს და კარიერული წინსვლა უსურვეს.