დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ოლიმპიური თამაშების გამართვის პერსპექტივები განიხილება
2018/03/07 11:20:09

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარ ექსპერტს, ჟილბერ ფელის და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში ოლიმპიური თამაშების გამართვის პერსპექტივები განიხილეს.


შეხვედრაზე მინისტრმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრებს, პრეზენტაციის სახით, ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს გეოგრაფიის, ლანდშაფტის, წყლის და სხვა ბუნებრივი რესურსებისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც ღვინის აკვანია.


ლევან დავითაშვილმა დელეგაციის წევრებს ევროკავშირთან დაახლოების და ჰარმონიზაციის კონტექსტში საქართველოს საკანონდებლო ვალდებულებებიც გააცნო და ოლიმპიური თამაშებისთვის  გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებით, ქვეყნის ინფრასტრუქტურული მომზადების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.


ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების შემფასებელი კომისიის მთავარმა ექსპერტმა მინისტრის მიერ ქვეყნის პოტენციალის შესახებ წარმოდგენილი პრეზენტაცია დადებითად შეაფასა.


„საქართველოს ბუნების სილამაზე და ბიომრავალფეროვნება ნამდვილად შთამბეჭდავია.  მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის განვითარებამ ხელი არ უნდა შეუშალოს გარემოსდაცვით საკითხებს. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ვხვდებით, რომ ყველა სამინისტრო როგორც ერთი ორგანიზმი ისე მუშაობს, რაც ნებისმიერი წამოწყების წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია“,- განაცხადა  ჟილბერ ფელიმ.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდნენ.


საერთაშორისო ოლიმპური კომიტეტის წარმომადგენლების  ვიზიტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლოზანაში ყოფნის პერიოდში დაიგეგმა, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი შეხვდა ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეს, ტომას ბახს, სადაც განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და პერსპექტივები.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1310
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია