დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლება
2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/03/05 14:54:29

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს ბრიფინგი გამართა, სადაც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაცის ვადებისა და საგამოცდო ცენტრების შესახებ ისაუბრა.


მაია მიმინოშვილის თქმით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და მასწავლებელთა საგნის გამოცდისათვის რეგისტრაცია 5 მარტიდან 15:00 საათზე დაიწყება და 30 მარტის 18:00 საათამდე გაგრძელდება.

 

აპლიკანტებმა რეგისტრაცია ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.gov.ge და online.naec.ge) უნდა გაიარონ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: აბიტურიენტებს პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა პირველ, ძირითად ეტაპზე შეეძლებათ. 30 მარტის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, მაგრამ 15 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნება.

 

“აბიტურიენტებმა ჯერ უნდა გაიარონ რეგისტრაცია სრულად და შემდეგ უნდა აირჩიონ საგამოცდო ქალაქი. ისინი რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ საგამოცდო ქალაქს ვერ შეცვლიან, მაგრამ შეუძლიათ ცვლილებები განახორციელონ სასწავლებლების ჩამონათვალში, საგამოცდო ენის კუთხითაც და ასევე არჩეული საგნების კუთხითაც შეიტანონ ცვლილებები. (იგულისხმება არჩევითი საგნები).

 

“რეგისტრაციის მეორე ეტაპი გასტანს 15 მაისამდე. 15 მაისის შემდეგ აბიტურიენტებს არ ექნებათ შესაძლებლობა შეცვალონ გამოცდის ენა.

 

“რეგისტრაციის მესამე ეტაპი გასტანს სავარაუდოდ 15 აგვისტომდე. ჩვენ სხვა წლებისგან განსხვავებით გავახანგრძლივეთ რეგისტრაციის მესამე ეტაპი, რაც განპირობებული იყო გარკვეული მიზეზებით. მოგეხსენებათ, რომ დიდ უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარეობს ავტორიზაცია–აკრედიტაციის პროცესი, აკრედუტაციის ცენტრი შესაძლოა, არაგეგმიურად შევიდრს კონკრეტულ უმაღლეს სასწავლებელში. ამიტომაც რეგისტრაციისას აბიტურიენტები ბუნებრივია იხილავენ იმ უნივერსიტეტებს რომლევსაც აქვთ ავტორიზაცია და პროგრამებს რომლებიც აკრედიტირებულია, თუმცა მათი შემოწმების შემდეგ შესაძლოა ეს ჩამონათვალი შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ყველა აბიტურინტის საყურადღემოდ მინდა ვთქვა, აუცილებლად მიადევნონ თვალი რეგისტრაციის პერიოდში უნივერსიტეტებისა და პროგრამებთან დაკავშირებულ სიახლეებს, რადგან მათ შეცდომა არ დაუშვან და არ მიუთითონ ისეთი უმაღლესი სასწავლებელი რომელსაც შესაძლოა შეუჩერდეს ავტორიზაცია. ამიტომ გარკვეული პერიოდულობით აუცილებლად უნდა შეამოწმონ უნივერსიტეტბის განახლებული ჩამონათვალი. სავარაუდოდ თუ არა, დიდი ალბათობით უნივერსიტეტების ჩამონათვალი შეიცვლება და უნდა იყვნენ ყურადღებით, რათა არ აირჩიონ უნივერსიტეტი, რომელსაც ავტორიზაცია შეუჩერდება და სადაც ჩარიცხვა ვერ განხორციელდება”, – განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია