დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„გამარჯვების ოლქის უკეთესი მომავლისთვის“ 10 ახალგაზრდა მერიასთან ითანამშრომლებს
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2018/02/27 23:28:00

 

„აქტიური ახალგაზრდები, ძლიერი თვითმმართველობისთვის“ პოექტის ფარგლებში გამარჯვების ოლქის ახალგაზრდები 3 თვის განმავლობაში  ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში ჩაერთვებიან.

პროექტის არსზე  საუბობს იდეის ავტორი, გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე  ირაკლი შენგელია „ ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა შეძლონ თავის ოლქში არსებული პრობლემების დანახვა, ადვოკატირება და ადგილობრივ თვითმმართველობამდე მოტანა.“

პროგრამაში მერიასთან ერთად  არასამთავრობო სექტორიც აქტიურადაა ჩართული.

სპეციალური კონკურსის მიხედვით უკვე შერჩეულა პროგრამაში მონაწილე 10 ახალგაზრდა. მონაწილეებს ჩაუტარდებათ ვორქშოპები, სემინარები და შეხვედრები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე, რაც დაეხმარებათ მათ აქტიური მოქალაქისათვის დამახასიათებლი საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევების შეძენაში.

 პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული მცდელობა წარმატებული აღმოჩნდება და მომავალში სხვა ოლქებშიც დაიგეგმება მსგავსი აქტივობები.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1349
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია