დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
განათლების რეფორმა
საატესტატო გამოცდები ქულებით აღარ შეფასდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/15 13:36:07

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ წელს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.


 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტთან ერთად საგამოცდო სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობას განაგრძობს. შესაბამისად, 2017-2018 წლის ბოლოს საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება.

სიახლეს წარმოადგენს ის, რომ შემოღებული იქნება ჩააბარა/არ ჩააბარა  (Pass/Fail) შეფასების სისტემა, რაც გამსვლელი ბარიერის  გადალახვას გულისხმობს. ახალი ფორმატით, გამოცდისთვის დაწესებულ ბარიერი (5,5) არ იცვლება, გამოცდის დასრულების შემდეგ, ნაცვლად ქულისა, მოსწავლე მხოლოდ იმას შეიტყობს გადალახა თუ ვერ გადალახა ბარიერი.

სიახლეა ისიც, რომ  ყველა საგანში ნიმუშების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს გამოცდებამდე ტესტების სხვადასხვა ვარიანტებში ივარჯიშონ  და მასწავლებელთან ერთად განიხილონ.

რაც შეეხება თავად გამოცდებს, რაოდენობა იგივე დარჩება,   მე-11 კლასის ბოლოს მოსწავლეები ოთხ საგანს - ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას და  გეოგრაფიას, ხოლო  ქართულს, მათემატიკას, უცხო ენასა და ისტორიას მე-12 კლასის ბოლოს ჩააბარებენ.

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1213
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია