დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იანვარში საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 43%-ით გაზარდილია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/02/06 18:21:39

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საინტერესო სტატისტიკას ავრცელებს:  2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 43%-ით გაიზარდა და 16 475 შეადგინა.

 

ვიზიტორთა შორის  54% ქართველიახოლო 46% უცხოელი. ქართველი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 17%-ით, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა - 94%-ით.


სტატისტიკის მიხედვით, იანვრის თვის ყველაზე მონახულებადი პარკებია:

·        თბილისის ეროვნული პარკი

·        ყაზბეგის ეროვნული პარკი

·        პრომეთეს მღვიმე

·        ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

·         სათაფლია

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1333
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია