დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ეკოლოგია
სამრეწველო ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებები შემუშავდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/24 23:32:54

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სამცხე-ჯავახეთში არსებული სამრეწველო ტბების ეკოსისტემის აღსადგენად დაცვითი ღონისძიებების შემუშავებას იწყებს. რეგიონში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებოდა.


სამცხე-ჯავახეთში 7 სამრეწველო ტბაა, რომელთაგან 5 (ბუღდაშენი, ტაბაწყური, ხანჩალი, კარწიხი და მადათაფა), დაცულ ტერიტორიებში შედის, 2 ტბა კი, ფარავანი და საღამოს ტბა, რეგულაციების მიღმაა დარჩენილი. სამინისტრო იწყებს არსებული ორი ტბის ეკოსისტემის კვლევას და, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის ფარგლებში, ისეთი სქემის შემუშავებას, რაც ტბების ეკოსისტემის აღდგენასა და რეგულაციას მოახდენს.


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სამცხე-ჯავახეთში მეცხოველეობის მიმართულებით შექმნილ ვითარებას და ტრადიციული ყველის წარმოების საკითხებს გაეცნო. ლევან დავითაშვილი დედათა მონასტერში ყველის წარმოებით დაინტერესდა, რომელიც „ფოკის მონასტრის ყველით“ არის ცნობილი და მას დედები უკვე 7 წელია აწარმოებენ. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გეოგრაფიული ადგილწარმოშობის ყველის წარმოების მნიშვნელობაზე გაამახვილა და ჯავახეთის ზეგანზე მაღალი ხარისხის ყველის წარმოების შესაძლებლობებზე ისაუბრა.


 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, სამცხე-ჯავახეთში დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი და ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მედეა ჯანიაშვილი იმყოფებოდნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1257
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია