დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანონსი
24 იანვარს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების €12 მილიონიანი პროექტის ხელმოწერა მოხდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/23 13:14:03

24იანვარს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის  (FAO)წარმომადგენელი საქართველოში რაიმუნდ იელე ევროკავშირის (EU)მიერ მხარდაჭერილი €12 მილიონიანი პროექტის შეთანხმებას მოაწერენ ხელს. პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარება და ხელშეწყობა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მესამე ფაზის ფარგლებში განხორციელდება.

 

პროექტი ითვალისწინებს FAO-ს მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერას ეფექტური პოლიტიკის შემუშავებასა და „სოფლის მეურნეობის განვითარების 2015-2020 წლების სტრატეგიის“ განხორციელებაში. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა სახის საპილოტე სასოფლო-სამეურნეო პროგრამა, მათ შორის, განხორციელდებაგრანტების გაცემა ფერმერების, კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

 

პროექტის შეთანხმების ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან ევროკავშირის (EU) დელეგაციის ატაშე, პროგრამის მენეჯერიკრისტინა კასელა და  გაეროს მუდმივი კოორდინატორი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელისაქართველოში ნილს სკოტი.

 

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზები მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1612
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია