დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პირველი თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/01/17 16:27:24

მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ღვინის ეროვნულ სააგენტოში სერტიფიცირების ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებსგანუცხადა.


სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ შეხვედრაზე,ზემოთ აღნიშნულ სიახლესთან ერთად, ასევე განხილული იყო „ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელისა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტის სერტიფიცირების წესში“ ცვლილებების პროექტი, რომლის მიზანი პროდუციის ხარისხის კონტროლის გაუმჯობესებაა.


„ელექტრონულისისტემის დანერგვით, გამარტივდება სერტიფიცირების პროცედურები,მეწარმეს აღარ მოუწევს სააგენტოში  მოსვლა. მას შეუძლია ინტერნეტის მეშვეობით შეავსოს დეკლარაცია, გააკეთოს განაცხადი და მხოლოდ მზა სერტიფიკატის ასაღებად მოვიდეს სააგენტოში. რაც შეეხება სერტიფიცირების წესში დაგეგმილ ცვლილებებს, კომპანიები ამ პროცესში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულნი, რომ მოხდეს ხარისხის კონტროლის სისტემის სრულყოფა. მთავრობადაკერძოსექტორითანხმდება, რომდაბალხარისხიანიანუხარისხოღვინოსაქართველოშიარუნდაიწარმოებოდეს“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.


ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს უკვე ჩაუტარდა ტრენინგი ახალ, ელექტრონულ სერტიფიცირების სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. საჭიროეების შეთხვევაში, სააგენტო მზად არის მსურველებს ჩაუტაროს დამატებითი კონსულტაციები.


 

მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განხილული იყო „ვაზისა და ღვინის შესახებ  კანონში“ შესულცვლილებებთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულო დეგუსტაციასდაექვემდებარა ყველა კატეგორიის საექსპორტო ღვინო. აქამდე ესმხოლოდ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს ეხებოდა. გიორგი სამანიშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილების ინიციატივა კერძო სექტორის მხრიდან მოდიოდა და პროცესი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1578
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია