დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ევროკავშირი-საქართველოს პერსპექტივები და გამოწვევები NGO სექტორისთვის" - რეგიონული შეხვედრა ქუთაისში
2017/12/03 23:45:11

ევროკავშირი-საქართველოს პერსპექტივები და გამოწვევები NGO სექტორისთვის - ამ თემაზე დღეს ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.


შეხვედრა უძღვებოდა გიორგი გოგუაძე, „საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის“ (GCSD)დირექტორის მოადგილე. მან მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების, ევროკავშირის ისტორიის, დახმარების პროგრამების, ევროკავშირთან დაკავშირებული შესაძლებლობებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ.

 

ამ ტიპის შეხვედრები „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საქართველოს რეგიონებში იმართება  და მისი  მიზანია   საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის შესახებ.


შეხვედრებზე განასკუთრებული ყურადღება ექცევა სამოქალაქო საზოგადოების როლს საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაში.


ღონისძიების მხარდამჭერია „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამა“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია