დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კრიმინალი
სისხლიან გარჩევას ოფშკვითში 17 წლის მოზარდი ემსხვერპლა
2017/12/03 16:28:21

წუხელ, გვიან ღამით, დაახლოებით ღამის 2 საათზე ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს მძიმედ დაჭრილი 17 წლის მოზარდი, რომელიც მიყვანისთანავე გარდაიცვალა. საავადმყოფოს დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, მოზარდს ჭრილობა გულში ჰქონდა მიყენებული. მისივე თქმით, სააადმყოფოში მიყვანისას მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.



როგორც ცნობილი გახდა, სისხლიანი გარჩევა 2 დეკემბერს, წყალტუბოს რაიონის  სოფელ ოფშკვითში მოხდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ი.ტ. თბილისში დააკავეს. 


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს).

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია