დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსწავლის მკვლელობის ფაქტზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა?
2017/12/02 20:04:16

 დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორავას ქუჩაზე მოსწავლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა. 



ამ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს, თუმცა მას არ ადასტურებს პირველი ექსპერიმენტული სკოლის დირექტორი ხათუნა ბარაბაძე. ის აცხადებს, რომ მას არავინ დაკავშირებისა შინაგან საქმეთა სამინისტროდან და არც არავის დაუდასტურებია ეს ამბავი, ამიტომ არც თავად შეუძლია რაიმეს დადასტურება. 


„მე ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ არ დაურეკავს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც არავის დაუდასტურებია ეს ამბავი. არანაირი შეტყობინება არ მომსვლია, არც გამოვუძახივარ არავის და აქედან გამომდინარე, ვერც დაგიდასტურებთ ამ შემთხვევაში და ვერც ვუარყოფ. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა ქვეყნისთვის, არამხოლოდ იმ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. ძალიან სამწუხაროა, რომ ახალგაზრდები პრობლემას ამ გზით წყვეტენ. ძალიან სავალალო მდგომარეობაა და საზოგადოება ამაზე უნდა დავფიქრდეთ, რადგან მარტო სკოლა ამ შემთხვევაში უძლურია“, - განაცხადა ხათუნა ბარაბაძემ.

 

დღეს შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, მოზარდებს შორის დაწყებული შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც გ.ბ.-მ არასრულწლოვან ლ.დ.-ს დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ბ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო“.

 

ჯერჯერობით არც შსს-ს დაუკონკრეტებია, მკვლელი რომელი სკოლის მოსწავლეა ან არის თუ არა, საერთოდ, არასრულწლოვანი.



როგორც ცნობილია, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები იყვნენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1988
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია