დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველებმა შტურმი დაიწყეს
2017/11/22 13:17:53

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალდამცველებმა შტურმი დაიწყეს.

 

როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ავრცელებს ინფორმაციას, სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას კვლავს განაგრძობენ. 



საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან. 



კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. არის ორმხრივი სროლა. 

 

შეგახსენებთ, რომ სპეცოპერაცია უკვე 15 საათზე მეტია, რაც მიმდინარეობს და ტერორიზმში ეჭვმიტანილების აყვანა ამ დრომდე  ვერ მოხერხდა.


შეტაკების დროს დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი. დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, - ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.


„პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება“, - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ. 

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული. 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1700
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია