დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა არის "ცისფერი" ტერორი?
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/11/16 00:00:00

 

"დავიცვათ ბავშვები სოდომის ცოდვისგან",  "გადადგეს მოძალადე ლ.გ.ბ. ლობისტი ნატალია პატარიძე", "დავიცვათ ანზორ სვიანაზე ლ.გ.ბ.ტ. ტერორისაგან","შეწყდეს ბინძური LGBT პროპაგანდა" ამ ლოზუნგებით ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრიდან გარიცხული მოსწავლის ანზორ სვიანაძის მხარდასაჭერი  აქცია გაიმარათა.  აქციას შუერთდნენ თბილისიდან ჩამოსული  "მართმდიდებლურ-მშობელთა კავშირისა "   და "ბავშვთა უფლებების დაცვის სზოგადოების"  წევრები.


"ნატალი პატარიძის მსგავსი დირექტორები, არც კერძო და არც სახელმწიფო სტრუქტურაში არ უნდა მუშაობდნენ,სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრი მოთხოვნაა, დატოვოს პატარიძემ ახალგაზრდული ცენტრი. რაც შეეხება ჩემი გათავისუფლების მიზეზს, მე ჩემი აზრი გამოვხატე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, ამის გამო სასწავლებლიდან გარიცხვა არ არის სამართლიანი."-ამბობს ანზორ სვიანაძე, გამორიცხული მოსწავლე.


ანზორ სვიანაძის თქმით,მართალია, სასწავლებლის შინაგანაწესი უკრძალავდა სიძულვილის ენის გამოყენებას,მაგრამ ამას რა მოყვებოდა, ეს კონტრაქტში არ ეწერა.


მედიასკოლის დირექტორი ნატალია პატარაძე კი ამბოს,რომ სასწავლებელი მედიაქარტიის პრინციპებით ხელმძღვანელობს და შინაგანაწესის დარღვევის შემთხვევაში, მოსწავლე საწავლებელს ტოვებს.

აქციაზე განსაკუთრებულად აქტიურობდნენ მართმადიდებლურ მშობელთა კავშირის თავმჯდომარე და ამ კავშირის წევრი მამაოები.

"სასულიერო პირები ვფიქრობთ,რომ უნდა მოხდეს ეკლესიიდან ისეთი ადამიანების განკანონება ,როგორიც ნატალია პატარიძეა.  თუ ის არ ეთანხმება ეკლესიის სწავლებას მამათმავლობასთან დაკავშირებით,მაშინ მისი ადგილი ეკლესიაში არ უნადა იყოს. ხალხმა უნდა გაიგოს, ეკლესია რას ეთანხმება და არას -  არა, რათა შეწყდეს ისეთი ძალადობა, როგორიც ჩვენ პატარა ანზორზე განხორციელდა. ეს ქვეყანა მიდის დასაღუპავში, ეს თუ არ შეწყდა, ღმერთი ამ ქვეყნის არსებობას შეწყვეტავს, როგორც ტაო-კლარჯეთია მოოხროვილი და აღარავინ აღარ დარჩა იქ ქართველებიდან, ისე მოხდება აქაც. "    - ამბობს დეკანოზი არჩილი, კაზრეთის ეკლესიის წინამძღოლი.


 მიუხედავად იმისა,რომ ამ ამბის მთავრი გმირი ანზორ სვიანაძე არის 19 წლის, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ მაინც გადაწყვიტა, აღნიშნული აქციისთვის მხარი დაეჭირა.

ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარის, გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, ,ნატალია პატარიძის გადადგომა აუცილებელია, რადგან მსგავს საწავლებელში შვილების მიყვანა სახიფათოა. მისივე თქმით, უახლოს მომავალში პარლამენტს ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას მოსთხოვენ , რადგან ღიად ხედავენ სკოლებში და ბაღებში "ცისფერი" ტერორის საფრთხეს.


აქციას მოგვინებით შემოუერთდა პარტია თავისუფალი საქართველოს  ლიდერი გოგი წულაია. გთავზობთ მის კომენტარს: "თუ ადამიანი ბუნებისგან დაჩაგრულია, მასზე ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ამ თემის ყოველგვარირ პროპაგანდას  ვეწინააღმდეგები. ზოგადად ეს საკითხი  თითიდან გამოწოვილი მგონია, რადგან უმცირესობები სპეციალურად აპიარებენ სკუთარ მდგომარეობას, რათა დასავლეთში წარმოჩნდნენ, როგორც დაჩაგრულები, რომ მიიღონ მეტი გრანტები და პოლიტიკური თავშესაფარი."


შეგახსენებთ,  ანზორ სვიანაძე მედიასკოლიდან ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით  6 ნოემბერს  გაირიცხა, ჰომოფობიური განცახდებების გამო.

 

ამ კონკრეტული აქციის შესახებ ჩვენ ვერ მოვახერხეთ ნატალი პატარიძის კომენტარის ჩაწერა, თუმცა მისი პოზიცია ცნობილია და ჩვენც  ვწერდით წინა წერილში ამის შესახებ.

 

რადგან აღნიშნული საქმე სასამართლო წარმოებაშია გადასული და ანზორ სვიანაძეს და მის მომხრეებს კანონმდებლობის სამართლიანობის იმედი აქვთ, მინდა ჩემს მკითხველს სტატიაში რესპონდენტების მხრიდან გაჟღერებული რამდენიმე არასამართლებლივი დეტალის შესახებ განვუმარტო.


1. "ფეისბუქთან” დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2014 წლის მაისში იმსჯელა და სოციალური ქსელი საჯარო სივრცედ განიხილა: „სოციალური ქსელში, კონკრეტული მომხმარებლის მიერ ე.წ სტატუსის თუ კომენტარის გამოქვეყნება ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებად არის შეფასებული”.


2. მედიასკოლა არის კერძო დაწესებულება,რომელიც ძირითადად ეყრდნობა სასწავლებლის შინაგანაწესს. შესაბამისად, აქციის მთავრი მოთხოვნა, დირექტორის გადაყენების შესახებ, უბრალოდ ვერ დაკმაყოფილდება,რადგან კანონმდებლობით შეუძლებელია შ.პ.ს. საწავლებლის დირექტორი განათლების მინისტრმა გადააყენოს.


3.საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ განცხადებასა და საჩივარს იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სადავოდ ხდის საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილებას ;

 

4.ყველა ადამიანი თანასწორია. აკრძალულია დისკრიმინაცია რასის, კანის, სქესის, წარმოშობის ან სხვა ნიშნის მიხედვით. საქართველოს კონსტიტუცია მუხლი11.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3831
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია