დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულში საკრებულოს თავმჯდომარედ და მოადგილედაც ქალები აირჩიეს
2017/11/21 15:14:56

ახალარჩეულ თვითმმართველობებში 20 ნოენბერს საკრებულოს სხდომები გაიმართა და შიდა არცევნებიც ჩატარდა. აღსანიშნავი ფაქტია, რომ იმერეთის სამ საკრებულოშითავმჯდომარედ ქალი აირჩიეს. ხარაგაულში კი თავმჯდომარის მოადგილეც ქალია.

 

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომა ხარაგაულის N48 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გია ცისკაძემ გახსნა. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე კი პროცედურებს, დეპუტატთა შორის უხუცესი წევრი, იუზა კელენჯერიძე უძღვებოდა. 


სხდომაზე დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე საკრებულოში შემავალი ხუთი კომისიის თავმჯდომარე და მისი შემადგენლობები აირჩიეს.


დეპუტატთა უმრავლესობამ საკრებულოს თავმჯდომარედ მანანა ბარბაქაძე განმეორებით აირჩია. მანანა ბარბაქაძეს, ფარულ კენჭისყრაში, ხმა 30-მა საკრებულოს წევრმა მისცა, ხოლო ხუთმა მათგანმა კიენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა კი რუსუდან გიორგაძემ დაიკავა.


დეპუტატთა გადაწყვეტილებით საკრებულოში შემავალ ხუთ კომისიას შემდეგი პირები უხელმძღვანელებენ:


იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - ოთარ ლურსმანაშვილი;
საფინანსო-საბიუჯეტო კომისია - ვარლამ ჭიპაშვილი;
განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისია - დავით კიკნაძე; 
ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია - გივი თხელიძე;
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისია - მალხაზ ფხალაძე.
ახალი საკრებულოს შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ფრაქცია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შეიქმნა, რომელსაც დეპუტატთა გადაწყვეტილებით პაატა გოგოლაძე უხელმძღვანელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1558
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია