დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები ყველაზე ხშირად თბილისელებმა და იმერლებმა დაარღვიეს
2017/11/11 21:10:03

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შვიდი თვის შედეგები დღეს NATO-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში შეაჯამეს.


„თბილისი და იმერეთი ის რეგიონებია, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი იმ ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები“, - ამბობს „სამოქალაქო განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.

ბოლო მონაცემებით, 28 მარტიდან 20 ოქტომბრამდე პერიოდში, ევროკავშირში უვიზო მოგზაურობით საქართველოს 161 885-მა მოქალაქემ ისარგებლა, მათგან 9875 მოქალაქემ უვიზოდ ყოფნის 90-დღიანი ვადა დაარღვია.

 

როგორც „ინტერპრესნიუსი“ წერს, დევდარიანის განამარტებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ უვიზო მიმოსვლით ბევრი ადამიანი სარგებლობს, თუმცა დასაფიქრებელია მონაცემები იმ ადამიანებისა, რომლებმაც სავარაუდოდ დაარღვიეს უვიზოდ შენგენის ზონაში ყოფნის პროცედურები.

 

„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დამრღვევთა რიცხვი საგანგაშო არ არის, თუმცა იძლევა საფუძველს, რომ საინფორმაციო კამპანიები ვაწარმოოთ მათ შორის იმ რეგიონებში, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი წავიდა და უკან აღარ დაბრუნდა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ სამწუხაროდ, შესაძლოა უვიზო მიმოსვლა შეჩერდეს, - განაცხადა დევდარიანმა.

 

მისივე განმარტებით, მოსახლეობას კარგად უნდა განემარტოს, რომ სხვა ქვეყანაში დარჩენით პრობლემები ექმნებათ მათაც და საქართველოსაც.

 

„ყოველთვიური ანალიზი არ არსებობს, თუმცა მაგალითად, მოლდოვაში იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დატოვა ქვეყანა და უკან არ დაბრუნდა, იყო 16%. ჩვენთან არის 6%, ანუ შედარება გვაძლევს საფუძველს ითქვას, რომ მონაცემები არ არის საგანგაშო, თუმცა მეორე მხრივ, დამრღვევთა სავარაუდო რაოდენობა ყველა უწყებას უბიძგებს მოქმედებისკენ. გამოიკვეთა, რომ თბილისი, ასევე იმერეთის ქალაქებია ის ქალაქები, სადაც ყველაზე მაღალია პროცენტი ადამიანების, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს უვიზოდ მიმოსვლის პროცედურები, - აღნიშნა დევდარიანმა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1691
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია