დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისელ სტუდენტებს შეხვდა
2017/11/02 20:58:40

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი დღეს ვიზიტით ქუთაისში იმყოფებოდა და  აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.


 მან საჯარო ლექციას წაიკითხა ციფრული ტექნოლოგიების და 1990 წლიდან დღემდე ესტონეთში ეკონომიკისა და განთლების სფეროში განხორციელებული რეფორმების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართ. ლექციის დასრულების შემდეგ პრეზიდენტი უნვერსიტეტის ექტორს შეხვდა. დღესვე გაიმართა  შეხვედრა ქუთაისის მერთან,შოთა მურღულიასთან.


„დღეს ჩვენი მეგობარი ქვეყნის, ესტონეთის პრეზიდენტი იმყოფებოდა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ, რითაც კიდევ ერთეხლ გაუსვა ხაზი, რომ ესტონეთი, როგორც ევროკავშირის ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მან სტუდენტებან ლექცია წაიკითხა ესტონური გამოცდილების შესახებ, თუ როგორ გახდა ესტონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა და თუ როგორ დააღწია თავი  საბჭოთა კავშირის გავლენას. სტუდენტების მხრიდანაც საინტერესო შეკითხვები დაისვა და ვფიქრობ, საინტერესო შეხვედრა გამოვიდა.“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.

 

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1403
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია