დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გორის ავტობანზე, ურბნისში, პირველი სწრაფი ელექტროდამტენი ამოქმედდა
2017/10/31 15:39:19

გორის ავტობანზე, ურბნისში პირველი სწრაფი ელექტროდამტენი უკვე ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია E-Space ავრცელებს.


სწრაფი დამტენი პირველად საქართველოში E-Space-სგან  ურბნისში, SOCAR Georgia Petroleum-ის ტერიტორიაზე დამონტაჟდა. 50კვტ. სიმძლავრის სწრაფი დამტენი აღჭურვილია ორი სტანდარტის დამტენი კაბელით: CHAdeMO და CCS. ერთდროულად შესაძლებელია 2 ელექტრომობილის დამუხტვა თუ აღნიშნულ ელეტქრომობილებს აქვს განსხვავებული დამუხტვის პროტოკოლი, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

E-Space საქართველოში ელექტრომობილების დამტენების ქსელს ავითარებს. ამ დროისთვის მათ უკვე დაამონტაჟეს 30-მდე ქალაქის დამტენი და მომავალში მათი რიცხვის 100-მდე გაზრდას აპირებენ. სწრაფი დამტენების დამონტაჟებას კი მხოლოდ ავტობანზე გეგმავენ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1391
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია