დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გეზრულის 45-ე საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთით მომსახურება კანონდარღვევთ მოხდა და კომისისს წევრებს ადმინისტრაციული სასჯელი ელით
2017/10/21 17:35:41

ჭიათურის N56 ოლქის გეზრულის N45-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ასეთი ფაქტი: გადასატანი ყუთის სიაში ფიქსირებული იყო 16 ამომრჩეველი. წილისყრით გამოვლენილი კომისიის ორმა წევრმა ყველა ამომრჩეველს მისცა ხმის მიცემის საშუალება, თუმცა, ამის შესახებ ხელმოწერები არ დაუფიქსირებიათ სიის შესაბამის გრაფაში.


აღნიშნულის გამო ერთ-ერთმა დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. ჩვენ ვესაუბრეთ ჭიათურის N56 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა.


 _ კომისიის წევრებმა დაუშვეს შეცდომა, ვარკვევთ ახლა, აღნიშნული მოხდა შეგნებულად თუ დაბალი კომპეტენციის გამო. ვფიქრობთ, რომ გადასატან ყუთში არსებული ბიულეტენები უნდა ჩაითვალოს ნამდვილად, რადგან ამომრჩეველს არ უნდა დაეკარგოს თავისი ხმა. კომისია იმსჯელებს ბიულეტენების ნამდვილობის შესახებ, ხოლო კომისიის წევრები, სავარაუდოდ, ადმინისტრაციული სასჯელით დაისჯებიან, რაც შესაძლოა, გამოიხატოს ხელფასის ნაწილის დაკავებით. კომისიის წევრებმა უკვე დაწერეს ახსნა-განმარტება, _ განაცხადა საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მამუკა სამხარაძემ.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6345
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია