დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისელებს ხმის დასაცავად საარჩევნო უბნების წინ, ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა
2017/10/21 14:43:30

რაც დღეს ქუთაისში ხდება, ეს არის ხელისუფლებისა და კრიმინალების მიერ ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია, რასაც არაფერი საერთო არააქვს არჩევნებთან. ტოტალურ მოსყიდვებსა და დაშინებებს თან დაერთო კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კანონის უხეში დარღვევებიგანაცხადა ქუთაისში ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ. მან ქუთაისში ნაც მოძრაობის მიერ აღმოჩენილ კანონდარღვევებზე ისაუბრა.


 ,,ქუთაისის #41 - საარჩევნო უბანზე იდენთიფიცირებულ იქნა რამოდენიმე ამომრჩეველი, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მითითებულ საარჩევნო უბანზე. გადასატანი ყუთის სიებში მყოფი ამომრჩევლები არ იყვნენ მონიშნული სამაგიდო სიებში, და კონკრეტულად #72 და #63 უბანზე რამოდენიმე ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც საარჩევნო უბანზე, ასევე საცხოვრებელ მისამართზე. (ანა ჩუბინიძე - მც. ხარებავას 6/48). 99- საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარ კანდიდატს, რაც ასევე კანონის უხეში დარღვევაა. 66- საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ჩვენი წარმომადგენლის საარჩევნო უბნიდან გამოძევების მცდელობას. #96, 91, 86, 93, 88 საარჩევნო უბნებზე კომისიის თავმჯდომარის მიერ ადგილი ქონდა ჩვენი წარმომადგენლებისათვის კანონით მინიჭებული უფლებების განხორციელებაში ხელის შეშლას, კერძოდ ვიდეოკამერებით სარგებლობით შეზღუდვას. თითქმის ყველა საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე ქართული ოცნების მხრიდან ფიქსირდება როგორც ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე ადგილობრივი კრიმინალების ერთობლივი ზეწოლა ამომრჩევლებზე. ჩვენი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ ამ დროისათვის დაწერილია ათეულობით საჩივარი. ამ ფაქტების მიუხედავად, გადამწყვეტია ქუთაისელი ამომრჩევლის აქტიურობა, რათა კრიმინალთან შეზრდილმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს და ვერ მოპაროს პატიოსან ქუტაისელ ამომრჩეველს საკუთარი არჩევანი და მოვუწოდებ ყველა ქუთაისელს მაქსიმალური აქტიურობისკენ“ - აცხადებს ვაშაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2955
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია