დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნატო ქათამაძე ქუთაისის მერს:"კარგად იმუშავეთ ჩემს „ჩაძირვაზე“ და მიიღეთ ის, რომ თავად ხართ ყელამდე ნეხვში"
2017/10/16 22:10:40

ქუთაისში ხვად მოსულმა ნალექმა მდინარე ოღასკურის ადიდება და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია. შედეგად , ორი დღეა, ქალაქი პარალიზებულია. შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით ქტაისის საკრებულოს გამარჯვების მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და სრულ პასუხისმგებლობას ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას აკისრებს.

გთავაზობთ ამ წერილს სრულად:

 

"ქ. ქუთაისის მერია-საკრებულო, კიდევ რამდენჯერ უნდა „შეგვახსენოს“ თავი მდინარე „ოღასყურა“-მ, რომ მიხვდეთ რა უპასუხისმგებლოები და ბოღმიანები ხართ? კიდევ რამდენჯერ უნდა დაიტბოროს ქუჩები და დაზარალდეს მოსახლეობა, რომ მიხვდეთ თქვენს უნიათობასა და დანაშაულს ჩვენი ქალაქისა და „გამარჯვების“ ოლქის მოსახლეობის წინაშე? ყველა ჩემს ინიციატივასა და პროექტებს ხმალამოღებული ებრძოდით საკრებულოს სხდომებსა თუ საჯარო სივრცეში. გამიჩერეთ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ჩემს ოლქში იყო დაგეგმილი. მთელი ადმინისტრაციული რესურსი და „სახელმწიფო მანქანა“ გამოიყენეთ ჩემს წინააღმდეგ...

კარგად იმუშავეთ ჩემს „ჩაძირვაზე“ და მიიღეთ ის, რომ თავად ხართ ყელამდე ნეხვში... გ(ი)ლოცავთ...


მთელი ჩემი საკრებულოში ყოფნის პერიოდში ვიბრძოდი და ვიბრძვი მდინარე ოღასყურას კალაპოტის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისთვის. ქალაქის ხელისუფლება (მერია-საკრებულოს უმრავლესობა) მათ ხელთ არსებული ყველა რესურსით ცდილობდა, რომ ეს ინიციატივა ჩავარდნილიყო. მუდმივად იმეორებდნენ, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული არ იყო და მასზე თანხას ვერ დახარჯავდნენ და თუ რამე შემეძლო,  ჩემით გამეკეთებინა(?!) ამის შემდეგ შევაგროვე მოსახლეობის (3500 მოქალაქის) ხელმოწერა, მდინარე ოღასკურას მიმდებარედ არსებული ბაღების: მე-13, მე-15, მე-17, სკოლების: 23_ე, 35_ე და საზკვების ობიექტების ხელმძღვანელების განცხადებები, რომლებიც აღნიშნავდნენ მოუწესრიგებელი მდინარის კალაპოტი თუ რა ზიანს აყენებდა მათ ორგანიზაციებს (ზაფხულში ქვეწარმავლები, შემოდგომა-ზამთარ-გაზაფხულზე კი, უხვი ნალექი). ყველაფერს ამას დავამატე საექსპერტო დაკვნაც, სადაც აღწერილი იყო, ამ მეჩხერწყლიანი მდინარის თავისებურება, წყალუხვიანობა განსაკუთრებით ზამთარ-გაზაფხულის პერიოდში...


ყველა ეს მასალა გადავაგზავნე ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროში ზუსტად ერთი წლის შემდეგ 2015 წლის სექტემბერში, ქუთაისში ჩამოვიდნენ ნაპირსამაგრი სამუშაოების სპეციალისტები, რომლებთან ერთადაც ფეხდაფეხ დავიარეთ მდინარის კალაპოტი და დადეს დასკვნა, რომ ამ მდინარის რეკონსტრუქცია აუცილებლობას წარმოადგენდა. დასკვნა გადმოეგზავნა ქ. ქუთაისის მერიას, რომელმაც 2016 წლის ბიუჯეტში მაინც არ გაითვალისწინა.(?!) ამის შემდეგ კიდევ ერთხელ მომიწია სამინისტროში ბრძოლამ და როგორც იქნა, გაკეთდა მდინარე „ოღასყურა“-ს რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის პროექტი, თავისი ხარჯთაღრიცხვით (2 340 000 ლარი) და მივიღე პირობა, რომ გადაეგზავნებოდა ფინანსთა სამინისტროს და დაფინანსდებოდა...


რეგიონალური განვითარების სამინისტრომ მართლაც გადააგზავნა მასალები ფინანსთა სამინისტროში, მაგრამ ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნული მდინარის რეაბილიტაციის საკითხი მთავრობის სხდომაზე არ გაიტანა... საქმის არსში გარკვევის მიზნით ვესტუმრე ფინანსთა სამინისტროს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კი მითხრა, რომ ქალაქის მერს შოთა მურღულიას ესაუბრა და მან უთხრა, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანი არ იყო(?!) მიუხედავად ამისა, მაინც არ დავნებდი და კვლავ გავაგრძელე ბრძოლა...


საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევხვდი ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების მინისტრს, ბატონ ალავიძეს და რეგიონალური სამსახურის უფროსს. მათგან მივიღე „პირობა“, რომ აღნიშნული საქმით დაინტერესდებდნენ... რამდენიმე თვის შემდეგ, როცა საქმე არ დაიძრა, კვლავ ვესტუმრე სამინისტროს და რეგიონალური სამსახურის უფროსმა მითხრა, „მდინარე „ოღასყურას“ რეკონსტრუცია-რეაბილიტაცია განხორციელდება 2018 წელში და თუ მე მინდა, რომ ქულები დავიწერო ჩემი მაჟორატარობის პერიოდში ეს არ მოხდება“...


იმ ქვეყანას, სადაც, ქალაქის მერი, არჩეულ მაჟორიტარ დეპუტატს ხელს უშლის საქმის კეთებაში, რათა მისი პიროვნება ამომრჩევლის წინაშე დააკნინოს...  იმ ქვეყანას სადაც, სამინისტროს მაღალი რანგის ჩინოვნიკები, პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობენ ისეთი პროექტის განხორციელებაზე, რომლებიც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არაფერი ეშველება", -წერს ნატო ქათამაძე . 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2621
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია