დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩის მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ
ავტორი: ლიკა დევდარიანი
2017/10/16 20:27:41

 

ქუთაისში, დიდი რაოდენობით მოსულმა უხვა ნალექმა  პრობლემები შეუქმნა მარჯანიშვილის 24 ში მცხოვრებ მოქალაქეებსაც.  2 სართულიანი საერთო საცხოვრებლის მთელი ეზო და ყველა სადარბაზო წყალმა დაფარა,რის გამოც 8 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.


 წლებია უკვე, რაც აღნიშნული პრობლემა  მოსახლეობას აწუხებს.  გაზეთი "პოსტსკრიპტუმი" ამ ბინის პრობლემებს შარშანაც აშუქებდა. "ამ სიტუაციაში ვცხოვრობთ წლებია, სულ რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებიათ. იქნებ არჩევნების მერე მაინც მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც მოგვხედავს" -ასეთ იმედებს ამყარებდა ბინის ერთ-ერთი მცხოვრები გია ჩიხლაძე ადგილობრივ თვითმმართველობაზე შარშან ზუსტად ამ დროს.


შარშანდელ ინტერვიუში მერიის კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენელმა გვითხრა,რომ  სანიაღვრე სისტემა საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა დაბინძურებული, რის გამოც  საცხაურები წყალს ვერ ატარებს, და გადმოდის კალაპოტიდან, მან პირობა დადო, რომ უახლოეს მომავალში მოხდებოდა არნიშნულ ქუჩაზე უფრო დიდი ზომის არხების დამონტაჟება. თუმცა როგორც ჩანს, ეს პირობა მხოლოდ სიტყვებად დარჩა.


 

ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნებამდე 5 დღით ადრე მარჯანიშვილის 24 ში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ,რადგან ავარიულ ბინაში  გამოკეტილ მდგომარეობაში ცხოვრება უკვე საშიში ხდება.

 

ლიკა დევდარიანი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2640
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია