დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ლადო ჯურხაძე: მოვდივართ კონკრეტული იდეებით, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო გააძლიერებს (R)
2017/10/13 20:12:02

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხონის მერობის კანდიდატი ლადო ჯურხაძე სოფელ ივანდიდის, კუხისა და ახალშენის მოსახლეობას შეხვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიქართული ოცნებისგამარჯვება, თითოეული მოქალაქის გამარჯვებას, რაც თავისთავად, გულისხმობს ადგილობრივი ბიუჯეტის გაორმაგებას, თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობას, განვითარებულ კომუნიკაციებსა და ინფრასტრუქტურას, უკეთეს ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას ნიშნავს. მოგიწოდებთ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადავდგათ მომავლისკენ“, - განაცხადა ავტოქარხნის მაჟორიტარობის კანდიდატმა მერაბ კვიცარიძემ, რომელიც სოფელ ივანდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა.  

მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებმა შეკრებილ მოსახლეობას საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და სოფლებში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელეს.

ქართული ოცნებისგუნდის ძირითადი გამოწვევებია დასაქმება, სოციალური ფონის გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის განვითარება. მოვდივართ კონკრეტული იდეებით, რომელიც ჩვენს მუნიციპალიტეტს კიდევ უფრო მეტად წაადგება და გააძლიერებს. მინდა გჯეროდეთ ის, რომ თითოეული სიტყვა და დაპირება არის რეალური, კარგად გააზრებული და დაგეგმილი. გვიგულეთ თქვენს სამსახურში“, -მიმართა ამომრჩეველს ლადო ჯურხაძემ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3616
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია